ზურაბიშვილთან შევთანხმდით, რომ არ ვითანამშრომლებთ „ოცნების“ კომისიასთან – ოპოზიცია

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოს“, „ფედერალისტების“ და „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები.
როგორც „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, აცხადებს, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის პირველი თემა იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, რომელსაც ის დაესწრო.
თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, მეორე თემა იყო „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია. მისი თქმით, ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მყოფი ოპოზიციის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ამ კომისიასთან არცერთი პოლიტიკური პარტია არ ითანამშრომლებს.
„ამის გარდა საუბარი იყო კრიზისიდან გამოსავალზე. ჩვენი წინადადება ისაა, რომ მნიშვნელოვანია ქუჩაში გაგრძელდეს პროტესტი, რათა სტატუს-კვოსადმი მიკერძოებული ადამიანები მიხვდნენ, რომ ვერ აგვარებს კრიზისს. ეს თავისთავად ხდება და პარტიებს შეგვიძლია მხოლოდ ხელი შევუწყოთ ამ ყველაფერს. მეორე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და აქ პრეზიდენტის როლი გადამწყვეტია, არის დასავლეთისგან იზოლაციის გაგრძელება. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც იმ მაგიდასთან ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, არის ალტერნატივა – რას აკეთებს [ოპოზიცია]“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილთან ასევე ისაუბრეს მასზე მომხდარ თავდასხმაზეც.
„რაც შეეხება გუშინდელ თავდასხმას, მას სახეზე აღენიშნება მიყენებული ზიანი. ეს არის ამაზრზენი თავდასხმა, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს „ქართული ოცნების“ აგონიაზე. ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების ქცევა, როდესაც ოპონენტებს ესხმის თავს ორგანიზებულად და პოლიცია ამაზე თვალს ხუჭავს“ – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ „ტვ პირველთან“.
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე ახალ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე.
„შეხვედრა უმეტესწილად ეხებოდა პრეზიდენტ ს ვიზიტს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც ივანიშვილის რუსული რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციის პირობებში, არალეგიტიმური ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ იყო. იქ საუბარი იყო ახალი ს მნიშვნელობაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, როგორც ერთადერთ გზაზე ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად“, – განაცხად თინა ბოკუჩავამ.
„ქართულმა ოცნებამ“ 2003-2012 წლებში მოქმედი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისა და იმდროინდელი თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შექმნა. კომისიის თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ წევრი ა.