ზუკა ბერძენიშვილს ჩასაფრება მოუწყვეს და სცემეს

სამოქალაქო აქტივისტს, “სირცხვილიას” ერთ-ერთ დამფუძნებელ ზუკა ბერძენიშვილს სახლთან ჩაუსაფრდნენ და სცემეს. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას სალომე ნიკოლეიშვილი (ბარკერი) ავრცელებს.
ის ხაზს უსვამს, რომ თავდასხმა პარლამენტის თავმჯდომარე ს მიერ გამოქვეყნებული პოსტიდან ერთ საათში მოხვდა. პაპუაშვილი პოსტში სალომე ნიკოლეიშვილს (ბარკერი) და ზუკა ბერძენიშვილსაც ახსენებს.
“სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ”, – წერს სალომე ბარკერი.
ზუკა ბერძენიშვილი რამდენიმე დღის წინაც წერდა, რომ სოფელში მის წინააღმდეგ ჩასაფრებას აწყობდნენ, თუმცა თავდამსხმელებისგან თავის დაღწევა მოახერხა.
შალვა პაპუაშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ბოლო რამდენიმე დღეში ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლები, მათ შორის სალომე ნიკოლაიშვილი და ზუკა ბერძენიშვილი პარლამენტის წევრებს ურეკავდნენ მუქარით და შეურაცხყოფით

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია