ზუგდიდში, 1 700 დევნილი ოჯახისთვის 7 საცხოვრებელი კორპუსი აშენდება – ირაკლი კობახიძე

ზუგდიდში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 1700 ბინის მშენებლობა დაიწყო.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ სთან და კომპანია „ანაგის“ გენერალურ დირექტორთან, ირაკლი გოგოლიშვილთან ერთად, მშენებლობისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე სიმბოლური კაფსულა ჩაუშვა.
მ აღნიშნა, რომ უკვე ათასობით დევნილმა ოჯახმა მიიღო ბინები სხვადასხვა ლოკაციაზე და ეს პროექტიც აღნიშნული პროცესის გაგრძელებაა.
„მნიშვნელოვანი პროექტი იწყება დღეს ზუგდიდში, 1 700 დევნილი ოჯახისთვის აშენდება 7 საცხოვრებელი კორპუსი და 2027 წელს არის გათვალისწინებული ამ პროექტის დასრულება. მთელი ამ წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები, ათასობით დევნილმა ოჯახმა მიიღო ღირსეული საცხოვრისი სხვადასხვა ლოკაციაზე და ამ პროცესის გაგრძელებაა ის პროექტი, რომელიც დღეს იწყება,“- განაცხადა პრემიერმა.
ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 7 კორპუსი აშენდება – ექვსი 12-სართულიანი და ერთი 14-სართულიანი. პროექტს კომპანია „ანაგი“ განახორციელებს, მშენებლობის ბიუჯეტი კი 191 012 850 ლარს შეადგენს.
იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ახალი კორპუსების მშენებლობა, ერთდროულად, საქართველოს 5 ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბორჯომში, ქუთაისსა და ზუგდიდში მიმდინარეობს.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ