ზუგდიდში ხანძრის შედეგად 92 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ზუგდიდის რაიონ სოფელ ორულუში ხანძრის შედეგად 92 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ცეცხლი სახლს გაუჩნდა და ხანძრიდან მამაკაცის გამოყვანა ვერ მოხერხდა.
ხანძრის მიზეზად ძველი ელექტრო გაყვანილობა სახელდება. ადგილზე, სახანძრო- სამაშველო და პირველადი დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული.