სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ზუგდიდში ხანძრის შედეგად ორი მცირეწლოვანის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ტრაგედიის მსხვერპლი ბავშვები სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ არ იმყოფებოდნენ.
განცხადების თანახმად, 2023 წლის პირველი აპრილიდან არასრულწლოვანები ოჯახში, დედასთან ერთად იზრდებოდნენ, მანამდე კი, 2018 წლიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით ოჯახიდან განცალკევებულები იყვნენ.
უწყების მტკიცებით, სააგენტო ოჯახს მაქსიმალურად ეხმარებოდა არსებული პროგრამების ფარგლებში. ოჯახი იღებდა სოციალურ შემწობას და რეინტეგრაციის ანაზღაურებას.
“სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, გამოხატავს ღრმა მწუხარებას, ზუგდიდში, ხანძრის დროს დაღუპული არასრულწლოვანების გარდაცვალების გამო.
