ზუგდიდში ხანძარს 80 წლამდე ასაკის კაცი ემსხვერპლა. ცეცხლი გამთენიისას ბორჯომის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სახლში გაჩნდა. ასაკოვანი მამაკაცი მარტო იმყოფებოდა და სავარაუდოდ, ეძინა, რის გამოც გარეთ გამოსვლა ვერ მოასწრო. მისი გამოყვანა ვერც მეზობლებმა მოახერხეს, რადგან ცეცხლი მათ მაშინ შენიშნეს, როცა უკვე საცხოვრებელს იყო მოდებული.
ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული, ხანძარი ლოკალიზებულია.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/FB_IMG_1739347749541-300x149.jpg)