“ზუგდიდში, ჩვენს წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ” – ანა ნაცვლიშვილი

„ზუგდიდში, ჩვენს წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სასწრაფოდ მოვითხოვთ აღნიშნულ ფაქტზე რეაგირებას და არ დავტოვებთ არც ერთ დარღვევას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების გარეშე”, _ თქვა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა.
„ამ ეტაპზე დაფიქსირებულია რამდენიმე დარღვევა, რაზეც ჩვენ მოვახდინეთ რეაგირება. ეს არის ქუთაისში 59-ე ოლქის მე-11 და მე-17 უბნებზე, მთაწმინდის 1-ელი ოლქის მე-16, 31-ე და მე-11 უბანზე. ჩუღურეთში 22-ე უბანზე, გორში 32-ე ოლქის 59-ე უბანზე, ვაკეში მე-8 უბანზე. ამ ეტაპზე ყველაზე მეტად გავრცელებული დარღვევა არის ამომრჩევლისთვის ორი ბიულეტენის მიცემა, რაც არის დარღვევა. ჩვენ ყველაფერს აღვნუსხავთ და მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ქუთაისში 72-ე სპეცუბანზე, ეს არის პენიტენციური დაწესებულება, „ძლიერი საქართველოს“ დამკვირვებელი სამი საათის დაგვიანებით შეუშვეს, ეს არის დარღვევა. რამდენიმე უბანზე შეინიშნება დამკვირვებლებისთვის, ასევე, მედიის წარმომადგენლებისთვის, არასათანადო გარემოს შექმნის და ხელის შეშლის ფაქტები.
მოვუწოდებთ საარჩევნო კომისიებს, დაემორჩილონ საქართველოს კანონს, შეასრულონ თავიანთი კანონისმიერი ვალდებულებები და უზრუნველყონ საარჩევნო პროცესის კანონიერად მშვიდ გარემოში ჩატარება. ასევე, ახლა მაწვდიან ინფორმაციას, რომ ჩვენს წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ ზუგდიდში, ჩვენ სასწრაფოდ მოვითხოვთ აღნიშნულ ფაქტზე რეაგირებას და არ დავტოვებთ არც ერთ დარევას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების გარეშე“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო მიხელსონი – რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის გასანადგურებლად, აწყობს დივერსიებს, პოლიტიკურად კონტროლს აწესებს საქართველოზე – არ დადგა დრო, ეს ფაშისტური რეჟიმი ანგარიშვალდებული გავხადოთ?