“ზუგდიდში ტუბ.დისპანსერი დაიხურა – ჯანდაცვა სამეგრელოში მიდის რეგრესისაკენ” – თამარ ბელქანია

ვუბრუნდები რეგიონში, სამეგრელოში ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობას. ზუგდიდში ტუბ.დისპანსერი დაიხურა. იმის ნაცვლად, რომ ხალხის მოთხოვნის ადეკვატური იყოს ჯანდაცვა. პირიქით ხდება, ჯანდაცვა სხვა და სხვა ქვეყნებზე აწყობილი “გაიდლაინებით” აწარმოებს ხალხზე ექსპერიმენტებს. სამეგრელოში ორი მუნიციპალიტეტი ესაზღვრება საოკუპაციო ხაზს, წალენჯიხა და ზუგდიდი! ამიტომ, სპეციალური სტრატეგიაა საჭირო ჯანდაცვის მიმართულებით. ან გამოდის, რომ ჩვენი სახელმწიფო ამ ეტაპზე ოკუპირებულ ტერიტორიებს საკუთარი ხედვის არეალში ვერ აქცევს. წინააღმდეგ შემთხვევაში თუნდაც ტუბ.დისპანსერს ზუგდიდში არ დახურავდა. მოკლედ, მივმართავ მთავრობას, დღეს ჯანდაცვის მომსახურება სამეგრელოში მიდის რეგრესისაკენ. ეს არის ყველაზე სუსტი რგოლი: გაიაზრეთ ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა და გახადეთ ჯანდაცვა ხალხისათვის ხელმისაწვდომი შესაბამისი სერვისებით. #ზუგდიდშიტუბდისპანსერიდაიხურა #ჯანდაცვახალხს! #ოკუპირებულიაფხაზეთისთვის!

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ცუცქირიძე: როგორ ფიქრობთ, თქვენ და თქვენს თანაპარტიელებს გეყოფათ გამბედაობა, კომპეტენცია ან ლეგიტიმაცია ამ თემებზე ჩვენთან სადისკუსიოდ? ეჭვი მეპარება, მაგრამ თუ გადაწყვეტთ, ჩვენ დიდი ხანია მზად ვართ