ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა

ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარედ უწყვეტი პროტესტი გრძელდება.
აქციების 78-ე დღეს მოქალაქეებმა პერფორმანსი მოაწყვეს. აქციის მონაწილეებმა ადგილზე სკამები მიიტანეს და ნახევარი საათის განმავლობაში მდუმარედ ისხდნენ პოლიციელების პირისპირ.
მოგვიანებით კი, აქცია დაასრულეს შეძახილებით – „ უსამართლო სასამართლო ხალხი ძალის გეშინოდეს“ ,,არა პოლიციურ რეჟიმს“, „ცეცხლი ოლიგარქიას“ .
,,78 დღეა ეს ადამიანები სამი საფეხურით მაღლიდან გვიყურებენ, გვიყურებენ დაჟინებით, იციან ჩვენი მანქანების ნომრები, ჩვენი გადადგილების მარშრუტი. ყველამ ვიცით როგორ მუშაობს პოლიციური რეჟიმი და როგორ შეუძლიათ წნეხში ამყოფონ ადამიანები. ნიშნად ამისა, მოვედით დუმილით, რომ ჩვენგან ვერანაირი ინფორმაცია ვერ გაიგონ გარდა იმისა, რასაც ვითხოვთ ეს არის: „ცეცხლი ოლიგარქიას,“ ,,დამხობა პოლიციურ რეჟიმს“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, ,,ხელახალი “. ჩვენ ერთგვარი მაყურებლების როლში ვიყავით , რადგან დიდი ხანია თვითონ გვიყურებენ. იყვნენ თვითონ ამ ცირკის მონაწილეები,მათ ყველა ხასიათი, ფიქრი ეწერათ სახეზე და თვალებზე“,- განაცხადა აქციის მონაწილე მარიამ სიჭინავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“