ზუგდიდში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ზუგდიდში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, სახლში მყოფი ხანდაზმული ქალი, სავარაუდოდ, კვამლისგან გაიგუდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობაშია ოჯახის კიდევ ერთი წევრი.
მათივე თქმით, ის ზუგდიდის საავადმყოფოდან ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს კატასტროფის ცენტრში გადაიყვანეს.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, ინფრასტრუქტურა ბოლომდე დავაწიოთ მზარდ მოთხოვნას, რათა მეტი ქართველი ბავშვი ჩაერთოს ფეხბურთში – ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოგების, ისე წაგების დროს ბოლომდე გვერდით დავუდგეთ ფეხბურთელებს