ზუგდიდში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილობრივების ცნობით, შემთხვევა 25 ივნისს, თავისუფლების ქუჩაზე მოხდა. ოჯახი დახმარებას ითხოვს.
ხანძარმა კინაღამ იმსხვერპლა სორდიების ოჯახი. საბედნიეროდ, ყველანი გადარჩნენ, რისთვისაც მადლობა მეზობელს, რომელმაც ხანძარი დროულად შენიშნა.
სამწუხაროდ, სახლი არის ხანძრისგან თითქმის სრულად განადგურებული – ვერ გადარჩა თითქმის ვერცერთი ნივთი (დამწვარია სრულად კედლები, ჭერი, ტექნიკა, ავეჯი, და ა.შ), შესაბამისად სახლი არათუ უცხოვრებელ კონდიციაშია, არამედ შესაძლოა იგი აღდგენასაც არ ექვემდებარებოდეს, – ამბობენ ოჯახის ახლობლები და მოსახლეობას დახმარებისკენ მოუწოდებენ.