ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა აღმაშენებლის ქუჩაზე მსვლელობა გამართეს.
ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ შეუერთდნენ პროტესტს. ამ წუთებში კი მომიტინგეებმა ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს.
„ახლა არ არის იმის დრო, რომ სახლში სითბოში ისხდეთ, შეიწუხეთ თავი და გამოდით ქუჩაში. ახლა წყდება ჩვენი მომავალი. პროტესტია ყველგან და უნდა გავაპროტესტოთ მთავრობის გადაწყვეტილება, ვიდრე მიზანს არ მივაღწევთ “, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით დარჩიაშვილი – ივანიშვილის მომხრეთა დაჯგუფებას ადამიანებად არ მიაჩნია პროტესტის მონაწილეები, მათი ნება რომ იყოს, ქიმიურ იარაღსაც გამოიყენებდნენ და ბიოლოგიურსაც, საერთაშორისო საზოგადოება სხვანაირად უყურებს – მოთხოვნა იქნება, გაიხსნას და გამომზეურდეს მასალები