ზუგდიდში პოლიცია მოქალაქეებს 9 აპრილის მემორიალთან მისვლის საშუალებას არ აძლევს

ზუგდიდში პოლიცია მოქალაქეებს 9 აპრილის მემორიალთან მისვლის საშუალებას არ აძლევს – იქ შეკრებილების თქმითმ -ის წარმომადგენელმა ისინი ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს და მისასვლელ გზაზე კორდონით გააკეთეს.
🗨️ „ამ ადამიანებმა რამდენიმე წუთის წინ ძალის გამოყენებით დაგვიშალეს 9 აპრილის მემორიალთან დგომა და იცოდეთ, რომ ამ ქვეყანაში სამართალი ზუგდიდის პოლიციამ თავიდან ბოლომდე გადაიხია თავზე”, – ამბობს აქტივისტი, მარიამ სიჭინავა.
🗨️ „ამდენი პოლიცია შევიდა 9 აპრილის მემორიალთან, რომლის გარეთაც ვიდექით ჩვენ, შიგნით ტერიტორიაზე არ ვიყავით, შემოღობილია და თითქოს ისე მოვიდნენ, თითქოს პატივის მისაგებად მიდიოდნენ მემორიალისკენ, წამის მეასედში ჩვენკენ შემოტრიალდნენ, მოგვაცილეს ტერიტორიას, მოგვაწვნენ ფიზიკურად და გადმოგვიყვანეს იმ ტერიტორიამდე, სადაც ჩვენი ხმა აღარ ესმით მემორიალთან მისულ ქოცებს. იქ არის 9 აპრილის მემორიალი, საიდანაც ძალის გამოყენებით გამოგვიყვანეს”, – თქვა აქტივიტსმა, ცაბუნია ვართაგავამ.
აქტივისტი მარიამ სიჭინავა ამბობს, რომ ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
„გვყავს დაშავებული, რომელსაც აქვს სავარაუდოდ ტვინის შერყევა და გადაყვანილია ჰოსპიტალში”, – ამბობს ის.