ზუგდიდში, პიროტექნიკის სროლის გამო, „დროას“ წევრი, მარიამ სიჭინავა და აქტივისტი კერენ ესებუა დააკავეს
პარტია დროას წევრი მარიამ სიჭინავა ზუგდიდში ისევ დააკავეს. სიჭინავამ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან პროტესტის ნიშნად პიროტექნიკა გამოიყენა, რის შემდეგაც დააკავეს.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, სიჭინავა დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოწოდების დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
აკავებულია აქტივისტი კერენ ესებუაც.
შეგახსენებთ, მარიამ სიჭინავა დაკავებული იყო. ის ოლიგარქის სასამართლომ გუშინ გაათავისუფლა და 5 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.




