ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშზე ახალი საავტომობილო ხიდი აშენდება

ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშზე ახალი საავტომობილო ხიდი აშენდება, რომელიც წაღვერისა და ჯავახიშვილის ქუჩებს ერთმანეთს დააკავშირებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, აღნიშნული პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია, რომლისთვისაც თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო.
„აღნიშნული პროექტით ქალაქს მნიშვნელოვანი პრობლემა მოეხსნება და ცენტრალური საავტომობილო გზა განიტვირთება.
ახალი ხიდი მდინარე ჩხოუშზე ბოლო 40 წელია არ აშენებულა. მდინარე ჩხოუშზე ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა, ზუგდიდის მერის, მამუკა წოწერიას წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც სრულდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საფუძველს ვუყრით მშენებლობას, რომელიც ახალ სიცოცხლეს შესძენს რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და მის ხანგრძლივ ტრადიციებს – ვფიქრობთ, მთლიანი ტერიტორია სამედიცინო დანიშნულებით იქნას გამოყენებული

ირაკლი კობახიძე – რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, რესპუბლიკური საავადმყოფო გახდება თანამედროვე, მძლავრი მრავალპროფილური სახელმწიფო კლინიკა, რომელიც სულ მცირე 700 საწოლზე იქნება გათვლილი