ზუგდიდში ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წევრებს თავს დაესხნენ

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩის დევნილთა დასახლების მიმდებარედ, ქართული ოცნების აგიტატორები ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ოპოზიციონერები ზუგდიდში მოახლეობას შეხვდნენ, სადაც საინფორმაციო ტიპის ბუკლეტებს არიგებდნენ.
როგორც ცნობილია, თავდასხმა სიტყვიერი დაპირისპირებიდან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთიანობის წევრებს ქართული ოცნების მხარდამჭერები დროის მოკლე მონაკვეთში რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.
ერთ-ერთი, ვისაც თავს დაესხნენ, პარლამენტის დეპუტატი ანა წითლიძე იყო.
“ეს ადამიანები არიან ქართული ოცნების შტაბის წევრები. ერთ-ერთი თეონა ქარდავაა, რომელიც გასულ წელსაც გვესხმოდა თავს. 50-ზე მეტი ადამიანი დაგვესხა თავს, ფიზიკურად გაუსწორდნენ პარტიის წევრებსაც და მეც. რომ არა ადგილობრივი მოსახლეობა, მძიმე ვითრება იქნებოდა. მოვუწოდებ ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს, კანონის შესაბამისად იმოქმედოს”, – ამბობს წითლიძე.
ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი ლევან გოგია ამბობს, რომ პოლიციელები ხედავენ თავს როგორ ესხმიან მათ, მაგრამ შესაბამისს ზომებს არ იყენებს და მათ არ აპატიმრებს.