შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წევრებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე – ძალადობის მუხლით დაიწყო.
19 სექტემბერს ზუგდიდში, ბარამიას ქუჩის დევნილთა დასახლების მიმდებარედ, ქართული აგიტატორები ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ოპოზიციონერები ზუგდიდში მოახლეობას შეხვდნენ, სადაც საინფორმაციო ტიპის ბუკლეტებს არიგებდნენ.
თავდასხმა სიტყვიერი დაპირისპირებიდან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წევრებს ქართული ოცნების მხარდამჭერები დროის მოკლე მონაკვეთში რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.