ზუგდიდში გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

„თავისუფლება გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას“, „შეწყდეს გამოსახლება“, „დასრულდეს შერჩევითი სასამართლო“, – ამ შინაარსის ტრანსპარანტებით ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან გამოსახლების საქმეზე დაკავებული გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
შეკრებილებმა დაკავეულების გათავისუფლება მოითხოვეს.
„ჩვენ ვთვლით, რომ გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას ადგილი ციხეში არ არის. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არის შერჩევითი სამართალი. არსებობს უამრავი საქმე, რომ მკვლელობაში და ძალადობაში ბრალდებულები დღეს არიან გარეთ იმის გამო, რომ ისინი არიან ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ცნობისთვის, გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა 23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. გამოძიება მათ აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანებას ედავება. ბრალი მათ სსკ-ის 187 მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით წაუყენეს, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილის ევროპაში მოგზაურობა კონსტიტუციის დარღვევის, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლის ბუკეტია – უცხოელმა რჩევის მიმცემებმა, ე.წ. ქარტიაზე ხელის მოწერით, ოპოზიციას ხელი მოაწერინეს საქართველოს ბანანის რესპუბლიკად გამოცხადების დოკუმენტზე

ირაკლი კობახიძე ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობასა” და “გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებთან” დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალოს