ზუგდიდში ახალი ხიდი შენდება რაც ცენტრალური საავტომობილო გზაზე მოძრაობას განტვირთავს – სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

ზუგდიდში ახალი ხიდი შენდება რაც ცენტრალური საავტომობილო გზაზე მოძრაობას განტვირთავს – სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშზე ახალი საავტომობილო ხიდი შენდება, რომელიც წაღვერისა და ჯავახიშვილის ქუჩებს ერთმანეთს დააკავშირებს – ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ზუგდიდში ქალაქის ტერიტორიაზე ახალი ხიდი მდინარე ჩხოუშზე ბოლო 40 წელია არ აშენებულა.

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად გაეცნო.

აღნიშნული პროექტის ღირებულება 1 870 000 ლარია, რომლისთვისაც თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო. ახალი ხიდის სიგრძე 32 მეტრი იქნება.

აღნიშნული პროექტით ქალაქს მნიშვნელოვანი პრობლემა მოეხსნება და ცენტრალური საავტომობილო გზა განიტვირთება – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”