ზუგდიდში კომბინატის დასახლებაში, თამარ მეფის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ტროტუარზე მიმავალ 3 არასრულწლოვანს დაეჯახა. 14-15 წლის მოზარდები სხვადასხვა დაზიანებებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილი გადაკეტილია, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.(mtavari.tv)
tvodoshi – ფოტო
