ზუგდიდში ავტომობილი 3 არასრულწლოვანს დაეჯახა – ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა

ზუგდიდში კომბინატის დასახლებაში,  თამარ მეფის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ტროტუარზე მიმავალ 3 არასრულწლოვანს დაეჯახა.  14-15 წლის მოზარდები სხვადასხვა დაზიანებებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილი გადაკეტილია, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. “მთავარის” ინფორმაციით, მძღოლი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი, ალკოჰოლურ და ნარკოტიკულ თრობაზე შესამოწმებლად.

მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება 276 მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო