ზუგდიდის ქუჩებში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოიფინა

საზეიმო განწყობას ზუგდიდი შეუერთდა და ქალაქი საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მოირთო. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ზუგდიდის მერიის წინ მდებარე მოედანზე გამოფენილია ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის დროშა.
„საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას აღნიშნავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ევროკავშირის დროშები გამოიფინა ადმინისტრაციულ შენობებსა და ცენტრალურ ქუჩებზე. საზეიმო განწყობას ზუგდიდი შეუერთდა და ქალაქი საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მოირთო”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?