ზუგდიდის სოფელ ჭითაწყარის სკოლაში დაკვამლიანება იყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ჭითაწყარის საჯარო სკოლაში დაკვამლიანება იყო. ირკვევა, რომ მოსწავლემ ცეცხლის დანთების მიზნით ღუმელში დიდი ოდენობით დიზელის საწვავი შეასხა. საკლასო ოთახში ღუმელის მილი გასკდა, რამაც დაკვამლიანება გამოიწვია.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სახანძრო სამსახური. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ოთახში ცეცხლი არ გაჩენილა.
ავტორი: ემა გოგოხია.