ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 50 წლამდე მამაკაცი 70 წლის ქალის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და მასზე ძალადობა სცადა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 50 წლამდე ნიღბიანი მამაკაცი, 70 წლის მარტოხელა ქალის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. არსებული ინფორმაციით, მან ქალის მიმართ ძალადობა სცადა.
გავრცელებული ცნობით, მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
როგორც ირკვევა, ქალმა მოძალადისთვის ნიღბის მოხსნა შეძლო, რის შედეგადაც, თავდამსხმელი ამოიცნო. ბრალდებულმა მიმალვა სცადა.
როგორც „ ინტერპრესნიუსს“ -ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, დაკავებულია ერთი პირი.