შპს „საქართველოს მელიორაცია“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.
სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები თიქორი-ენგურის დამშრობ მასივზე მიმდინარეობს. სოფელ დიდნეძში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან, ჯამში, 2,6 კილომეტრი სიგრძის კოლექტორული არხები იწმინდება. ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობას გაზრდის. შედეგად, 70 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება, რაც უხვი და ხარისხიანი მოსავლიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს თვის ბოლოს დასრულდება.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს