ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მამაკაცი მოკლეს – შსს-მ ერთი პირი დააკავა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში, ყოფილი ჩაის ფაბრიკის დასახლებაში, მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მოკლული შუახნის მამაკაცია. გარდაცვლილს ჭრილობები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…