ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, მამუკა წოწერიას სტიპენდია 104 წარჩინებულ სტუდენტს დაენიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, სტიპენდიების დანიშვნის გადაწყვეტილება სპეციალურმა კომისიამ მიიღო.
„ახალგაზრდების წახალისება ზუგდიდის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მერია ახალგაზრდული მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს.
მერის სტიპენდია ვრცელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი/დევნილი) ახალგაზრდებზე (აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებზე), რომლებიც სწავლობენ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე;
სტუდენტები მერის სტიპენდიას 250 ლარის ოდენობით მიიღებენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.