ზუგდიდის მერია 22 აპრილიდან სოციალური სახლების მშენებლობაზე განცხადებების მიღებას იწყებს

ზუგდიდის მერია 22 აპრილიდან, უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში განცხადებების მიღებას იწყებს.
ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და ერთი თბილი ოთახის მოსაწყობად კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადებების მიღება 22 მაისამდე იწარმოებს.
„აღნიშნული ინფორმაცია მერის მოადგილემ მაიზერ ნანავამ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს მიაწოდა.
მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ სურვილი აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთონ, წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა შეუძლიათ მიიღონ ქალაქისა და სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთან ან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურში“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

წულუკიანი: როგორც ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ზოგ სახელმწიფოს არ მოსწონს, ასევე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა შესაძლოა რაღაც ძალებს არ მოსწონდეთ, ამიტომ დიდი სიფრთხილით უნდა მოვიქცეთ