ზუგდიდის აქციაზე დაკავებული მარიამ სიჭინავა სამტრედიის წინასწარი დაკავების იზოლატორშია

ზუგდიდში, პროევროპულ აქციაზე დაკავებული პარტია „დროას“ წარმომადგენელი, მარიამ სიჭინავა სამტრედიის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მისმა ადვოკატმა, როლანდ შონიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პოლიციამ მარიამი პიროტექნიკის გამოყენებისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დააკავა. აღნიშნული მუხლი შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს, რისთვისაც ადამიანს 5000 ლარის ოდენობით.
„მარიამ სიჭინავა თავს ნორმალურად გრძნობს…ძალადობა პოლიციაში არ ყოფილა, მაგრამ ადგილი ჰქონდა პროცესუალურ დარღვევებს. მაგალითად, მარიამ სიჭინავას არ განუმარტეს დაკავების მიზეზები… სასამართლო ზუგდიდში გაიმართება დღეს ან ხვალ“, – თქვა ადვოკატმა როლანდ შონიამ.
მარიამ სიჭინავა ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან დააკავა პოლიციამ 13 იანვარს, ღამით. პარტია „დროას“ წარმომადგენელმა საპროტესტო აქციაზე ფოიერვერკი გამოიყენა.
ზუგდიდში მიმდინარე უწყვეტ აქციაზე, ბოლო რამდენიმე დღეში მარიამ სიჭინავა პოლიციამ ექვსჯერ დააჯარიმა პიროტექნიკის გამოყენებისა და თავსაბურავის, ე.წ ბალაკავას ტარების გამო, რაც 2000 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.
დაკავებამდე მარიამ სიჭინავა ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებდა, რომ არ აპირებს ჯარიმების გადახდას და არც პოლიციის „უკანონო მოთხოვნებზე“ დამორჩილებას.
პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეები არ აღიარებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს, რომლებიც, მათი თქმით, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას ზღუდავს. საუბარია აქციებზე სახის დაფარვისა და პიროტექნიკის გამოყენების აკრძალვაზე. კანონში შესულ ამ და კიდევ რამდენიმე სხვა ცვლილებას მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტად ინაუგურაციის დღესვე მოაწერა ხელი. ყაველაშვილის ლეგიტიმურობას არ ცნობენ , ოპოზიციური პარტიები, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი და ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო პარტნიორების დიდი ნაწილი.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას ყოველდღიურად მართავენ. პროტესტის მონაწილეები ითხოვენ ხელახალი ს ჩატარებას და თბილისში, საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას.
48-ე დღეა საქართველოში გრძელდება პროევროპული აქციები. ამ აქციებზე პოლიციამ იძალადა ათეულობით მოქალაქესა და ჟურნალისტზე. მათ შორის არაერთს მძიმე დაზიანებების გამო კლინიკაში დასჭირდა გადაყვანა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია კუპრაშვილი – რაც მზია ამაღლობელთან დაკავშირებით გააკეთეს ბათუმში, იმას უკეთებენ მთლიანად ქვეყანას, პროვოცირებენ საზოგადოებას, რომ სილა გააწნას, მერე კი სამაგალითოდ დასაჯონ – „ოცნება“ მუშაობს დიქტატურის გაფორმებაზე