ზუგდიდისა და ხობის საკრებულოების ფრაქცია ენმ-ის წევრები ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ

ენმ-ში მიმდინარე დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ზუგდიდის საკრებულოში ენმ-ის ფრაქციის წევრები, პასუხისმგებლობას ლევან ხაბეიშვილს აკისრებენ და მას გადადგომისკენ მოუწოდებენ:
,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ შექმნილ დაპირისპირებაზე პასუხისმგებელია მოქმედი მენეჯმენტი. იმისათვის, რომ გადამწყვეტ ბრძოლას ოლიგარქიის წინააღმდეგ შევხვდეთ ერთიანი ძალებით, აუცილებლად მიგვაჩნია პარტიაში მოხდეს დიდი გადატვირთვა ერთმანეთისკენ მისასვლელი გზების გამოსანახად, ვთვლით, რომ ამის რესურსი პარტიას და თანამებრძოლებს ჯერჯერობით კიდევ გაგვაჩნია.
მოვუწოდებთ, ლევან ხაბეიშვილს, დატოვოს თანამდებობა და უახლოეს პერიოდში მოწვეულ იქნას ყრილობა, რომელიც აირჩევს მმართველ ორგანოს და წარმართავს პარტიის საქმიანობას 2024 წლის საპარლამენტო ს ჩათვლით. ” ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – თავმჯდომარე, წევრები და ამავე ფრაქციიდან საკრებულოს თანამშრომლები:
1. მაია კალანდია;
2. თემურ ბასილაია;
3. კახა ჩანგელია;
4. მაია გაწერელია;
5. გიორგი სორდია;
6. მარიამ ახალაია;
7. ბესიკ გაბუნია;
8. გია მამფორია;
9. ლაშა ბეჭვაია;
10. დარეჯან გაბედავა;
11. ხათუნა შამუგია;
12. მირანდა ესებუა;
13. თამთა ჭიჭინაძე;
14. პაატა ადამია;
15. მირანდა გოგოხია;
16. მაია კუკავა;.
17. ბესიკ ჭეჟია
ს გადადგომას ითხოვს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფარქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 11- დან 10 წევრიც:
დღეს, პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”, არის მძიმე კრიზისი, რომლის გადალახვასაც შეუძლებელს ხდის, მოქმედი თავმჯდომარის რიტორიკა, ქმედებები და ერთობის ნების არ არსებობა.
იმისთვის რომ ერთობა გახდეს შესაძლებელი, ლევან ხაბეიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მისი მართვის შედეგებზე, გადადგეს და ფართო და წარმომადგელობითმა ყრილობამ აირჩიოს პოლიტიკური საბჭო. ამ პოზიციას იზიარებენ და განცხადებას ხელმოწერით უერთდებიან, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფარქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 11- დან 10 საკრებულოს წევრი” ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
1. ია ჯიშკარიანი
2. გურიელ ქარდავა
3. ლევან ლაშხია
4. ლელა ადანაია
5. ვეფხვია ფოცხორაია
6. მოგელი ხუხია
7. ნინო ბოკუჩავა
8. ბესიკ თამლიანი
9. ფელიქს წურწუმია
10. ჯანსუღ ჯიშკარიანი
შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილს დღეს გადადგომისკენ მოუწოდა ენმ-ის წევრმა, თავმჯდომარეობის ყოფილმა კანდიდატმა მაც.