ზუგდიდელი აქტივისტი ქალები სასამართლომ 5000-5000 ლარით დააჯარიმა

ზუგდიდელი აქტივისტები ქალები, კარენ ესებუა და მარიამ სიჭინავა სასამართლომ 5000-5000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ფატი ფურცვხანიძემ მიიღო.
ესებუა და სიჭინავა 16 იანვარს, აქციაზე ფეიერვერკის გაშვების გამო დააკავეს. პროკურატურა ესებუასთვის პატიმრობის შეფარდებას, ხოლო სიჭინავას 15 000 ლარით დაჯარიმებას ითხოვდა. აქტივისტების ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები იცავდნენ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სიჭინავა და ესებუა აქციაზე დააკავეს. ისინი იქამდე 13 იანვარს დააკავეს. გარდა ამისა, ისინი რამდენჯერმე დააჯარიმეს აქციაზე პიროტექნიკის გამოყენებისა და სახის დაფარვისთვის.
დღეს, თბილისში, მათ მხარდასაჭერად დაუმორჩილებლობის მსვლელობაა დაგეგმილი. მოქალაქეები აპირებენ ფილარმონიასთან შეიკრიბონ, სახე დაიფარონ და ისე გამართონ მსვლელობა “რეპრესიული კანონის” საწინააღმდეგოდ.
დღეს, აქციაზეა სახის დაფარვის გამო 6 ადამიანი დააკავეს თემქაზე. მათ შორის არიან რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი, მსახიობი თამარა ჩუმაშვილი და თეატრალური კომპანია “ჰარაკის” მენეჯერი, მარიამ პაიჭაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა: ცინიკურად, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის ბრძანება მაშინ გასცა, როდესაც დელეგაციები აბუ დაბიში ერთმანეთს ხვდებიან – პუტინმა მოლაპარაკებების მაგიდას დაარტყა

ჯორჯია მელონი: მჯერა, რომ ტრამპს შეუძლია წვლილი შეიტანოს უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაში, რის შემდეგაც ჩვენც შევძლებთ საბოლოოდ წარვადგინოთ ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე