ფასიანი განთავსება
ზრუნვით სავსე აქსესუარები ბრენდ ბებიასგან
ფოტო: საქართველოს ბანკი
10
წაკითხვა
ბებიები ხშირად ჩვენი პირველი მასწავლებლები, მაგალითები და თანამზრახველები არიან. ალბათ, მათ მსგავსად არავის შეუძლია, ასე ძლიერად ირწმუნოს ბავშვის და შეაგულიანოს აისრულოს ოცნებები. სწორედ ამიტომ, წლევანდელი საგაზაფხულო კამპანია საქართველოს ბანკმა ბებიებს მიუძღვნა.
იმ ძლიერ სიყვარულზე ფიქრმა, რომელიც ბებიებს შეუძლიათ, განსაკუთრებით დაგვაახლოვა ბრენდ ბებიასთან. ქართული ბრენდი და სოციალური საწარმო ბებია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ბებიების ხელნაკეთი ქუდებითა და წინდებით (როგორც თავად უწოდებენ, ნახელავებით), ათბობს მომხმარებელს.
ბრენდი ბებია 2018 წელს შეიქმნა და ბებიასა და შვილიშვილს შორის არსებულ სათუთ, სიყვარულითა და ზრუნვით სავსე ურთიერთობას ეფუძნება. ამ ბლოგში მოგიყვებით გიორგი ნოზაძეზე, შვილიშვილსა და ბრენდის დამფუძნებელზე, და ბებიას ბებიებზე, რომლებიც ხელნაკეთ აქსესუარებში საკუთარ ზრუნვასა და სითბოს აქსოვენ.
ყველაზე თბილი ქუდი მსოფლიოში
გიორგი ნოზაძე დიდწილად ბებიის, ვენერას, გაზრდილია. ბრენდ ბებიას მთავარი ინსპირაციაც სწორედ მისი ზრუნვა და სიყვარული გახდა. ვენერა ნამდვილი გამომგონებელი იყო: სახლში ყველაზე ადრე იღვიძებდა, კერავდა, ქსოვდა და ავეჯის დიზაინებსაც კი ქმნიდა. მისი შემართება გიორგისთვის დღეს ის მამოძრავებელი ძალაა, რომელიც ბრენდ ბებიასაც ასულდგმულებს.
“ბებიაჩემი ყოველთვის სულსა და გულს დებდა ჩემს აღზრდაში. მისი ნაქსოვი ნახელავები: წინდები, ხელთათმანები თუ სხვადასხვა აქსესუარი, ამ სიყვარულის მატერიალური გამოხატულება იყო. ქსოვას დრო, მოთმინება და ყურადღება სჭირდება, ისევე როგორც ბავშვს. ჩემთვის ბებიაჩემის ნაქსოვ თითოეულ კვანძში მისი სითბო და მზრუნველობა იგრძნობოდა,“ — ამბობს გიორგი ნოზაძე, ბრენდ ბებიას დამფუძნებელი.
გიორგის მეხსიერებას განსაკუთრებული სიყვარულითა და, ალბათ, ცოტაოდენი სევდითაც შემორჩა ბებიას მოქსოვილი ერთი კონკრეტული ნივთი, ეს იყო ყველაზე თბილი და კომფორტული ქუდი, რომელიც ბებიამ მას სტუდენტობისას მოუქსოვა. ქუდს ტყუპისცალიც ჰყავდა, რომელიც გიორგიმ მეგობარს აჩუქა.
“დაახლოებით 25 წლის ვიყავი, ეს ქუდი რომ დავკარგე და ბებიას ვთხოვე, ზუსტად ასეთი კიდევ მოექსოვა. ბებია უკვე ასაკში იყო და ჩემი სურვილის ასრულება ვეღარ შეძლო. ერთ წელში კი გარდაიცვალა… მაშინ ასმაგად დამწყდა დაკარგულ ქუდზე გული. მივხვდი, რომ ის მსოფლიოში ყველაზე თბილი ქუდი იყო.” — იხსენებს გიორგი.
ბრენდის დაბადება
ბებიის ხელნაკეთი ნივთების უხილავმა, მაგრამ მძლავრმა ენერგიამ გიორგი იმაზე დააფიქრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ენერგია ცხოვრებაში და რეალურად, რამდენ ადამიანს აკლია ის. ბრენდის შექმნის იდეაც ძალიან მარტივად დაიბადა: გიორგი დაფიქრდა იმ ადამიანებზე, რომლებიც ძალიან მზრუნველები არიან და ეხერხებათ ქსოვა და მათზეც, ვისთვისაც ეს ზრუნვა ფასეულია. ადამიანთა ამ ორი ჯგუფის დასაკავშირებლად კი შექმნა ბრენდი და სოციალური საწარმო — ბებიას.
ხელით ქსოვისას ადამიანი მხოლოდ სამოსს კი არ ქმნის, არამედ მასში აქსოვს საკუთარ გულსა და სულს. ყველა, ვინც ბებიას სამოსს მოიხმარს ამ ენერგიას გრძნობს. სწორედ ამ ენერგიით დაიბადა ბრენდი ბებიას და იქმნება მისი სამოსი,“ — ამბობს გიორგი ნოზაძე, ბრენდ ბებიას დამფუძნებელი.
ბრენდი ბებიას, მომხმარებლისთვის ბებიების ზრუნვის გაზიარებასთან ერთად, თავადვე ზრუნავს მათზე. ბრენდის გარშემო შემოკრებილი მქსოველი ქალები თავიანთ საქმიანობაში იმედს ხედავენ. ისინი აქტიურად ერთვებიან შემოქმედებით პროცესში და ნახელავებით ახალგაზრდა თაობასაც ათბობენ.
“ჩვენი გუნდი ექვსი მქსოველი ბებიისა და მენეჯმენტის სამი წევრისგან შედგება. ქალბატონი ნათელა, ჩვენი ერთ-ერთი განსაკუთრებული მქსოველი და ძალიან ძვირფასი თანამშრომელი, ცოტა ხნის წინ გამოაკლდა გუნდს… ბებიას გუნდის წევრია დედაჩემიც, რომელიც ახლა უკვე თავადაც ბებიაა. ის ადმინისტრაციულ საქმიანობაშია ჩართული, ხელნაკეთ ნივთებს საკუთარ სახლში ინახავს და იქიდანვე უგზავნის ჩვენს მომხმარებლებს.“ — ამბობს გიორგი ნოზაძე.
სწორედ ამ ადამიანების შემართება და შემოქმედებითი ჟინი აძლევს გიორგის ძალას ბრენდის განვითარების გზაზე არ გაჩერდეს.
ბრენდის გზა და განვითარების პროცესი
შალი და ბამბა — ბრენდის აქსესუარებში 100%-ით ბუნებრივი მასალების გამოყენება დამფუძნებელთა ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. ეს მიდგომა გარემოზე მავნე ზემოქმედებას ამცირებს, თავად პროდუქცია კი ჰიპოალერგიული და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.
ბებიას აქსესუარების დიზაინი მუდმივად ახლდება. თავდაპირველად ის სრულიად განსხვავებული იყო. ბრენდის გუნდის წევრებმა გადაწყვიტეს, დიზაინი სამი ძირითადი ელემენტის: მიწის, ჰაერისა და წყლის გარშემო დაემუშავებინათ. ასე შეიქმნა ქუდების პირველი დიზაინი, რომელიც შემდეგ საქსოვ სქემებად იქცა.
“ძალიან კარგი ქუდები გამოგვივიდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მასობრივი წარმოებისთვის მათი შექმნა რთული იქნებოდა. ამიტომ არჩევანი უფრო მარტივ, საყოველთაო დიზაინებზე შევაჩერეთ. მაგრამ ახლა გადავწყვიტეთ, რომ სამი ელემენტის მოტივზე შექმნილი აქსესუარებიც დავაბრუნოთ წარმოებაში, თუნდაც მცირე რაოდენობით.“ — ამბობს გიორგი ნოზაძე.
ბრენდი ჯერ ისევ ვითარდება. გიორგის სჯერა, რომ მისი საქმე გულწრფელ და კეთილშობილ მიზნებს ემსახურება, ამიტომ გაჩერებას არ აპირებს.
მომავლის გეგმები
მომავლის გეგმებიც დიდია… გიორგის მიზანია, ბრენდში ასობით ქალბატონი დაასაქმოს და მათ საყვარელი საქმის კეთების საშუალება მისცეს. ამასთან, სამომავლოდ მას ბებიების სამკერვალოს გახსნაც სურს, სადაც საუკეთესო მკერავი ქალბატონები ტანსაცმლის ახალ-ახალ დიზაინებზე იმუშავებენ.
იქედან კი შესაძლებლობები უსაზღვროა… მთავარია, შემოქმედებითმა აზროვნებამ და ჟინმა საკმარისი შემართება მოგცეს. გიორგისა და მის გუნდს კი ეს ნამდვილად არ აკლიათ. ბრენდი ბებია აუცილებლად გახდება წარმატებული მსოფლიო ბრენდი, რომელიც, ზრუნვასთან ერთად, უმშვენიერეს პროდუქტსაც გაუზიარებს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს.
კომენტარები
გადახედვა
ჩინეთში იმდენად ზუსტი ოპტიკური საათი შექმნეს, რომ შეიძლება “წამის” განმარტება შეიცვალოს
25 წუთის წინ
ჩინეთში იმდენად ზუსტი ოპტიკური საათი შექმნეს, რომ შეიძლება “წამის” განმარტება შეიცვალოს
ზრუნვით სავსე აქსესუარები ბრენდ ბებიასგან
29 წუთის წინ
ზრუნვით სავსე აქსესუარები ბრენდ ბებიასგან
ბაზისბანკისა და თოჯინების თეატრების გაერთიანების პარტნიორობა გრძელდება
53 წუთის წინ
ბაზისბანკისა და თოჯინების თეატრების გაერთიანების პარტნიორობა გრძელდება
გადახედვა
პეტერ ფიშერი: ვწუხვარ კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო
ერთი საათის წინ
პეტერ ფიშერი: ვწუხვარ კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო
გადახედვა
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო: ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური
ერთი საათის წინ
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო: ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური
გადახედვა
სასამართლომ თამარ ჩერგოლეიშვილი არჩილ გორდულაძეზე დაწერილი ფეისბუქ-პოსტის გამო 5000 ლარით დააჯარიმა
2 საათის წინ
სასამართლომ თამარ ჩერგოლეიშვილი არჩილ გორდულაძეზე დაწერილი ფეისბუქ-პოსტის გამო 5000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
TI: ახალციხის მერია “ქართული ოცნების” შემწირველებს კორპუსს რეკრეაციულ ზონაში აშენებინებს
2 საათის წინ
TI: ახალციხის მერია “ქართული ოცნების” შემწირველებს კორპუსს რეკრეაციულ ზონაში აშენებინებს
გადახედვა
უჩა ნანუაშვილი სუს-ში დაიბარეს
2 საათის წინ
უჩა ნანუაშვილი სუს-ში დაიბარეს
გადახედვა
შონ პენი უკრაინაში ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
2 საათის წინ
შონ პენი უკრაინაში ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
გადახედვა
ირაკლი კობახიძე: პლასტიკის მოხმარებასთან დაკავშირებით მიიღება დაბალანსებული გადაწყვეტილება
3 საათის წინ
ირაკლი კობახიძე: პლასტიკის მოხმარებასთან დაკავშირებით მიიღება დაბალანსებული გადაწყვეტილება
გადახედვა
აჭარაში სპეცოპერაციის ჩატარებისას 75 წლის პენსიონერი ქალი დაშავდა
4 საათის წინ
აჭარაში სპეცოპერაციის ჩატარებისას 75 წლის პენსიონერი ქალი დაშავდა
გადახედვა
“ასაკის და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ვითარება მარტივი ნამდვილად არ არის” — მიხეილ სარჯველაძე ილის II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
4 საათის წინ
“ასაკის და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ვითარება მარტივი ნამდვილად არ არის” — მიხეილ სარჯველაძე ილის II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
გადახედვა
ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო ილია II ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება
4 საათის წინ
ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო ილია II ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება
გადახედვა
როგორია იყო ღამურა? — ფილოსოფიური შეკითხვა მეცნიერებმა სისტემად აქციეს
6 საათის წინ
როგორია იყო ღამურა? — ფილოსოფიური შეკითხვა მეცნიერებმა სისტემად აქციეს
გადახედვა
ირაკლი კობახიძე: დაველოდებოდი სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტიებთან დაკავშირებით და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას დიალოგის შესახებ
16 მარტი, 14:14
ირაკლი კობახიძე: დაველოდებოდი სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტიებთან დაკავშირებით და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას დიალოგის შესახებ
გადახედვა
ოპოზიციური ალიანსი: გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ივანიშვილმა დაასრულოს, როგორც სხვა დიქტატორებმა დაასრულეს, ჰააგის ბრალდებულის სკამზე
16 მარტი, 13:45
ოპოზიციური ალიანსი: გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ივანიშვილმა დაასრულოს, როგორც სხვა დიქტატორებმა დაასრულეს, ჰააგის ბრალდებულის სკამზე
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტისთვის კომუნალურს გადავიხდით? — ალტმანმა AI წყალსა და ელექტროენერგიას შეადარა
16 მარტი, 13:37
ხელოვნური ინტელექტისთვის კომუნალურს გადავიხდით? — ალტმანმა AI წყალსა და ელექტროენერგიას შეადარა
გადახედვა
ირაკლი კობახიძე: საქართველოს შეუძლია ეუთოს წევრ ბევრ ქვეყანას იქით ასწავლოს დემოკრატია
16 მარტი, 13:35
ირაკლი კობახიძე: საქართველოს შეუძლია ეუთოს წევრ ბევრ ქვეყანას იქით ასწავლოს დემოკრატია
გადახედვა
თსუ-ის ლექტორები: ჟურნალისტის დასჯა იმის გამო, რომ ისინი აქციაზე პროფესიულ საქმიანობას ასრულებდნენ, საშიში პრეცედენტია
16 მარტი, 13:26
თსუ-ის ლექტორები: ჟურნალისტის დასჯა იმის გამო, რომ ისინი აქციაზე პროფესიულ საქმიანობას ასრულებდნენ, საშიში პრეცედენტია
პროკრედიტის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ინიციატივებმა EBA 4 Women Signature ფორუმზე განსაკუთრებული ჯილდო მოიპოვა
16 მარტი, 13:24
პროკრედიტის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ინიციატივებმა EBA 4 Women Signature ფორუმზე განსაკუთრებული ჯილდო მოიპოვა
გადახედვა
რობოტი ჯარისკაცის ნაცვლად: უკრაინის ომში ჰუმანოიდ ჯარისკაცებს ტესტავენ
16 მარტი, 12:47
რობოტი ჯარისკაცის ნაცვლად: უკრაინის ომში ჰუმანოიდ ჯარისკაცებს ტესტავენ
კვირის ტოპ-5
ქვიზი: გამოიცანი ქვეყანა პირველი ასოს მიხედვით13960 ნახვა
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი მხატვრის შედევრია თუ არა7592 ნახვა
ქვიზი: რამდენად კარგად გასწავლა ინგლისური ფილმებმა და სიმღერებმა?5468 ნახვა
კროსვორდი: გამოიცანი ქართველი რეჟისორი ფილმით5352 ნახვა
ინტერნეტი კვლავ ტიმოთი შალამეზე ხორხოცებს — ნახეთ 10 ფოტო4127 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
ციტატები
მიხეილ სააკაშვილი: მეგობრებო “ლელოდან” შეწყვიტეთ შტრაიკბრეხერობა. დიქტატურასთან საუბარი გამოუვა მხოლოდ ერთიან ოპოზიციას
მიხეილ სააკაშვილი: მეგობრებო “ლელოდან” შეწყვიტეთ შტრაიკბრეხერობა. დიქტატურასთან საუბარი გამოუვა მხოლოდ ერთიან ოპოზიციას
გადახედვა
კოსმოსი
შესაძლოა, მეცნიერებმა მთვარის ძლიერი მაგნეტიზმის საიდუმლო ამოხსნეს
შესაძლოა, მეცნიერებმა მთვარის ძლიერი მაგნეტიზმის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
პოლიტიკა
ალექსანდრე დარახველიძის თქმით, “მოსკოვის მექანიზმის” წარმომადგენლებმა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების “ძალადობრივი ხასიათი” აღიარეს
ალექსანდრე დარახველიძის თქმით, “მოსკოვის მექანიზმის” წარმომადგენლებმა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების “ძალადობრივი ხასიათი” აღიარეს
გადახედვა
ეკონომიკა
პლასტმასის ბოთლების აკრძალვა ნიშნავს გაზრდილ ფასს საბოლოო პროდუქტებზე — ზურა ჯაფარიძე პლასტმასის ბოთლების აკრძალვაზე
პლასტმასის ბოთლების აკრძალვა ნიშნავს გაზრდილ ფასს საბოლოო პროდუქტებზე — ზურა ჯაფარიძე პლასტმასის ბოთლების აკრძალვაზე
გადახედვა
სამართალი
სასამართლომ ტროტუარზე დგომისთვის ბრალდებული საია-ს იურისტი, გიორგი გოცირიძე სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
სასამართლომ ტროტუარზე დგომისთვის ბრალდებული საია-ს იურისტი, გიორგი გოცირიძე სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
გადახედვა
რაგბი
მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ანგარიში ქართულ რაგბიში მძიმე დარღვევებს აღწერს
მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ანგარიში ქართულ რაგბიში მძიმე დარღვევებს აღწერს
გადახედვა
საზოგადოება
BMG: Wolt-ი, Glovo და Bolt-ი საქართველოს პლატფორმებზე უცხოელ კურიერებს აღარ დაასაქმებენ
BMG: Wolt-ი, Glovo და Bolt-ი საქართველოს პლატფორმებზე უცხოელ კურიერებს აღარ დაასაქმებენ
გადახედვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ სოფელს მოდერნიზაციაში
ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ სოფელს მოდერნიზაციაში
გადახედვა
პოლიტიკა
ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ პლასტმასის ბოთლების აკრძალვის პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს და “ეშინია, ფასები არ გაიქცეს”
ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ პლასტმასის ბოთლების აკრძალვის პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს და “ეშინია, ფასები არ გაიქცეს”
გადახედვა
მუსიკა
“დედაჩემი 17 წლის იყო, საქართველოდან საბერძნეთში რომ ჩამოვიდა” — ევროვიზიის ბერძენი მონაწილე
“დედაჩემი 17 წლის იყო, საქართველოდან საბერძნეთში რომ ჩამოვიდა” — ევროვიზიის ბერძენი მონაწილე
ახლა კითხულობენ
გადახედვა
“მთლიანი დოკუმენტი არის ცილისწამება” — შალვა პაპუაშვილი “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშზე
16 მარტი, 09:07
“ფაქტი არის ერთი — მთლიანი დოკუმენტი არის ცილისწამება, თავადვე აღიარებს, რომ არის ჭორებზე დაფუძნებული”, —…
ჭიათურელი მაღაროელები ირაკლი კობახიძეს და მარიამ ქვრივიშვილს საჯარო დებატებში იწვევენ
რუსეთი 2036 წლისთვის ვენერაზე მისიის გაშვებას გეგმავს
5 მითი ინგლისურის სწავლაზე, რომელიც დროსა და ფულს გაკარგვინებთ
“თავისუფლება პალესტინას” და “გააძევეთ ICE” — წლევანდელი ოსკარის პოლიტიკური შინაარსი



