ზრდილობის ხსენებაზე მიშველაძემ კობახიძეს დიტო სამხარაძის გინება ჩაურთო

მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ პრემიერმინისტრს “ამხანაგო “-თი მიმართა, პრემიერმა TV პირველის წამყვანს “ზრდილობისა და კულტურისკენ” მოუწოდა. ამის შემდეგ, ჟურნალისტმა მას დეპუტატ დიტო სამხარაძის გინება ჩაურთო.

“ვინ იგინება, მე ვიგინები? არა, ვინ იგინება?… ერთი წამით, თქვენ მიხედეთ თქვენს ზრდილობას და კულტურას, თქვენს ზრდილობას და კულტურას მიხედეთ, რა შუაში იყო აქ, დიტო სამხარაძე იგინება თუ არ იგინება? სადაც საჭიროა, დიტო სამხარაძე იგინება, მაგრამ თქვენ მიხედეთ თქვენს ზრდილობას, კულტურას და ინტელექტს” – მიმართა კობახიძემ მიშველაძეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – სლოვაკეთის პრემიერი რუსულ ტრადიციას გაჰყვა, დამნაშავეები „ქართულ ლეგიონში“ ნახა – არ არის გამორიცხული „ოცნებამ“ ბრალდებები წამიყენოს, რადგან საქართველოსა და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება

სალომე ზურაბიშვილი – მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით – ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა