„ზრდა დაახლოებით 200 მლნ იქნება“ – რატომ ჭიანურდება ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება?

„ზრდა დაახლოებით 200 მლნ იქნება“ – რატომ ჭიანურდება ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება?
ბიზნესი იმედოვნებს, რომ 6 წლის წინ დაწყებული პროცესი დასრულდება და ავტომობილების დაზღვევა სავალდებულო გახდება, – ამის შესახებ “ქალები მომავლისთვის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, BAG-ის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის და „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა აცხადებს.
მისი თქმით, ჯანდაცვის მიმართულებით სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებით მსგავსი წინ გადადგმული ნაბიჯები არ აქვთ და ელოდებიან, 26 ოქტომბრის შემდეგ პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მართვას დაიწყებს, დააპრიორიტეტებს.
“ზრდა დაახლოებით 200 მლნ უნდა იყოს, როცა ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევა დაიწყება. მე ვფიქრობ, რომ დაგვიანებულია ქვეყნის ეკონომიკისთვის ეს პროცესი და იმედით ვუყურებთ, რომ ახლა მაინც ეს პროცესი არ შეჩერდება.
რაც ეხება, სხვა ტიპის სავალდებულო დაზღვევებს, ვერცერთი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს იმ დანახარჯების დაფინანსებას, რომელიც შეიძლება ერთ სულ მოსახლეზე დაფიქსირდეს ზრდასთან ერთად. ამიტომ, ამ პროცესში რისკების გადანაწილებისთვის აუცილებელია სადაზღვევო სექტორის მოშველიება და ყველამ თავისი საქმე რომ აკეთოს. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ იგივე ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევები ჯანდაცვის მიმართულებით, როგორც პოლიტიკური ამბავი ნებისმიერმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელიც 26 ოქტომბრის მერე გვეყოლება გაითვალისწინონ და მოახდინონ კერძო სექტორის ჩართულობა.
სიმართლე გითხრათ, არ გვაქვს ჯანდაცვაში ამ მიმართულებით წინსვლა. სავალდებულო TPL-ის მიმართულებით ეკონომიკის სამინისტრომ ძალიან კარგად იმუშავა და უკვე დასრულებული პაკეტი წავიდა მთავრობაში და უკვე პარლამენტშია. ამ კუთხით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს და ვიმედოვნებთ, რომ ოქტომბრის შემდეგ დავიწყებთ ამაზე საუბარს,” – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, რატომ არ ამოქმედდა სავალდებულო დაზღვევის სისტემა დღემდე, კობახიძე პასუხობს, რომ მიზეზი მმართველი პარტიების შიშია, რომ ეს მოსახლეობას დიდ ფინანსურ ტვირთად დააწვება.
“ეს არის მმართველი გუნდების პოლიტიკური შიში. ყველა ქვეყანაში, მარტო ჩვენს ქვეყანაში არა. წარმოუდგენიათ, რომ ეს არის ფუფუნება, ან უფრო ძვირია და თითო მოსახლე ვერ გადაიხდის წელიწადში 200-250 ლარს. არადა, ეს ჯამურად ძალიან დიდი დანაზოგი და შეღავათია”, – განაცხადა ნინა კობახიძემ.
bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა