ზრდასრულ ამერიკელთა რიცხვი, რომლებიც თავს ლგბტ თემს მიაკუთვნებენ, 2012 წელთან შედარებით გაორმაგდა – კვლევა

ზრდასრულ ამერიკელთა რიცხვი, რომლებიც თავს ჰეტეროსექსუალებად არ მიიჩნევენ, 2012 წელთან შედარებით გაორმაგდა. ამის შესახებ Gallup-ის გამოკითხვაზე დაყრდნობით NBC News-ი იტყობინება.
2012 წელს Gallup-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ლგბტ საზოგადოებას საკუთარი თავი მხოლოდ რესპონდენტთა 3,5%-მა მიაკუთვნა. 2023 წლის გამოკითხვაში, რომელშიც მონაწილეობა 12 000-მა ადამიანმა მიიღო, ეს მაჩვენებელი უკვე 7,6%-ს შეადგენს. Gallup-ის წარმომადგენლის, ჯეფრი ჯონსის თქმით, Gen Z-ის თაობის (18-26 წლის) ქალების თითქმის 30% თავს ლგბტქ+ საზოგადოების წევრად მიიჩნევს. მათ შორის 20,7% თავს ბისექსუალს უწოდებს, 5,4% – კი ლესბოსელს.
ზოგადად, ყველა თაობის წარმომადგენელთა შორის ლგბტქ+ საზოგადოების წევრებად თავს ქალების 8,5% და კაცების 4,7% მიიჩნევენ. კვლევაში ცდომილების ზღვარი +/- 4 პროცენტია. ამ შემთხვევაშიც, ყველაზე დიდ ჯგუფს ბისექსუალები (57,3%) შეადგენენ, შემდეგ მოდიან გეები (18,1%), ლესბოსელები (15,1%) და ტრანსგენდერები (11,8%).
Gallup-ის წარმომადგენლის განცხადებით, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ახალგაზრდა თაობებს შორის ლგბტქ+ საზოგადოების წევრებად იდენტიფიცირების ალბათობა გაცილებით უფრო მაღალია. „თუ მოქმედი ტრენდი შენარჩუნდება, სავარაუდოდ, ლგბტქ+ თემის წარმომადგენელთა რიცხვი ზრდასრულ ამერიკელებს შორის უახლოესი სამი ათწლეულის განმავლობაში 10%-ს გადააჭარბებს“, – აცხადებენ Gallup-ში.
Previous: რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდა

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნები საიმედო და ეფექტიან წვდომას იღებენ გლობალურ ბაზრებზე საქართველოს სატრანზიტო დერეფნების საშუალებით, ეს ამაღლებს რეგიონულ სტაბილურობას, ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას

სტრასბურგის სასამართლომ დაგვავალა გამოძიების განახლება 20 ივნისის საქმეზე, მთავარ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი – თუ რატომ მივიდა საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, პოლიტიკური შეფასებები გაკეთებული გვაქვს და ყველაფერი დღესავით ნათელია, ახლა უნდა გაკეთდეს სამართლებრივი შეფასება და ამას დაადგენს გამოძიება

საქართველოს ხედვა ნათელია, არ ვცდილობთ მხოლოდ ჰაბი გავხდეთ, ჩვენი მიზანია ვიყოთ მრავალფუნქციური, მრავალმიმართულებიანი ჰაბი კონტინენტების, ბაზრების, ერებისა და იდეების დამაკავშირებელი