ზოიძე: მხოლოდ 2015 წლიდან, სხვადასხვა კომბინაციით მიღებული, 540 სინთეზური ახალი ნარკოტიკული საშუალებაა დაფიქსირებული

მხოლოდ 2015 წლიდან, სხვადასხვა კომბინაციით მიღებული, 540 სინთეზური ახალი ნარკოტიკული საშუალებაა დაფიქსირებული. ერთი პერიოდი ე.წ. ბიო იყო პრობლემა. დაახლოებით, იმავეზეა საუბარი. არის სამართლებრივი ხვრელები. კონკრეტული ნივთიერება არის აკრძალული, მაგრამ არ არის შესული გაეროს თუ ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობის ჩამონათვალში“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ სტუმრობისას.
ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტის თქმით, ზემოთ აღნიშნული ნივთიერებები როდესაც გააქვთ ბაზარზე და ხდება გასაღება, შემდეგ იგი ადამიანებში ძლიერ მიჩვევას იწვევს და მისი აკრძალვა უკვე პრობლემას წარმოადგენს.
მისივე განმარტებით, არსებობს ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც „გართობასთანაა“ დაკავშირებული, კერძოდ, ე.წ. მსუბუქი, კლუბური ნარკოტიკები.
„ეს ყველაფერი არბილებს ამის აღქმას და ამ დევნაში – რაღაც ახალი შეგრძნებების, თითქოს, ახალი მუხტის შემოტანის მიზნით, იგი უმძიმეს დამოკიდებულებას იწვევს“, – აღნიშნა ზოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო აცხადებს, რომ ისინი არც ახლო პერსპექტივაში და არც საშუალოვადიან პერსპექტივაში არ მსჯელობენ უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებაზე, ეს ფაქტი და მოცემულობაა, ვნახოთ, მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები

წინასწარ იყო დაგეგმილი არჩევნების ლეგიტიმაციის ყალბი კამპანია და ოპოზიცია დღემდე არის ამ ჩაკეტილ წრეში ჩარჩენილი, თუ დააღწევენ თავს ამ ჩაკეტილ წრეს, უკეთესია ოპოზიციისთვის, თუმცა, მგონია, რომ ამ წრეში დარჩებიან

ეუთო/ოდირი აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს, დადო სათანადო დასკვნა, თუმცა არავინ დაინტერესდა ამ დასკვნით და დღეს, ის ადამიანები, რომლებმაც სრული იგნორირება გაუკეთეს ეუთო/ოდირის დასკვნას, გვთხოვენ ეუთო/ოდირის მოწვევას თვითმმართველობის არჩევნებზე