ზოდელავა: ქვეყანაში დაწყებულია რევოლუციური პროცესი, ამას უნდა ბოლომდე მიყვანა

ქვეყანაში დაწყებულია რევოლუციური პროცესი, ამას უნდა ბოლომდე მიყვანა- მე მზად ვარ, საკუთარი სხეულით შევხტი დღეს სპეცრაზმელების რიგში, ჩემი სხეული, სიცოცხლე გავწირე ამისთვის. ხვალ, ზეგაც მზად ვარ! მზად ვარ ციხეშიც ვიჯდე! – ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მურთაზ ზოდელავამ პარლამენტის შენობის წინ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“დღეს ქვეყანაში დაიწყო რევოლუციური პროცესი. დღეს დაიწყო დიდი რევოლუცია! რევოლუცია არ არსებობს 2-3 საათიანი, ეს პროცესია, რომელსაც სჭირდება რამდენიმე დღიანი ბრძოლა, შერკინება და რევოლუცია გაიმარჯებს.
მთავარი, რაც მოხდა დღეს, ეს არის ამ პროცესის დასაწყისი, რომელსაც სჭირდება დგომა ხვალ, ზეგ. მეტი უნდა გამოვიდეთ, იგივე რაოდენობა, უფრო მეტი, გავიმარჯვებთ, არ დავნებდებით. ქვეყანაში დაწყებულია რევოლუციური პროცესი, ამას უნდა ბოლომდე მიყვანა. მე მზად ვარ, საკუთარი სხეულით შევხტი დღეს, სპეცრაზმელების რიგში, ჩემი სხეული, სიცოცხლე გავწირე ამისთვის. ხვალ, ზეგაც მზად ვარ. მზად ვარ ციხეშიც ვიჯდე! ეს პროცესი ბოლომდეა მისაყვანი. დღეს, 4 ოქტომბერს დაიწყო დიდი რევოლუცია, რომელსაც სჭირდება მდგრადი შერკინება, ურთიერთგამაგრება და ჩვენ გავიმარჯვებთ”, – აღნიშნა ზოდელავამ.