“ზოგ მაგინებელთან ინტერაქციაში შევდივარ და გასართობად მეც ვაგინებ” – ჩერგოლეიშვილი

უნდა გაცინოთ.
მოგეხსენებათ, რომ ფეისბუქზე აქტიური ვარ (14 წელია) და მიჩვეული ვარ, რომ ბევრი მაგინებს. ზოგ მაგინებელთან ინტერაქციაში შევდივარ და გასართობად მეც ვაგინებ (ერთგვარი განტვირთვაა). ახლა ვითარება შეიცვალა და ბევრი მაქებს. იმ დღეს ჩვენებთან ვლაპარაკობდი და დილემა დავსახე: მაგინებლებს რომ ვაგინებ და მაქებრებს რომ უყურადღებოდ ვტოვებ, უხერხული ხომ არ არის, არ ვიცი რა გავაკეთო მაგ დროს მეთქი.  Levan Mnateus -მა იშიშვლა რჩევა და მიბრძანა, რომ ყველა დავგულო, ეგო ისედაც მნიშვნელოვანია engagement-ის გასაზრდელადო. დავდექით მე და Mako, და სულ ყველა დავგულეთ (მარტო ვერ მოვერეოდი). ხოდა გადის ორი დღე და ფეისბუქიდან მომდის მესიჯი რომ ხილვადობა დამივარდა.
ეტყობა ამ დაგულულმა, სიყვარულში ნაბანავებმა ხალხმა ჩათვალა რომ გავაფრინე და გამანება თავი

ასევე დაგაინტერესებთ