“ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა” – რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა თანაგუნდელმა, ოლეგ შატოვმა, Smol Talk-ის Youtube გვერდთან ინტერვიუში ქართველის შესახებ ისაუბრა.
“კვარა” და შატოვი 2020 წლის აგვისტოდან, 2021 წლის ნოემბრამდე “რუბინში” ერთად თამაშობდნენ. რუსის თქმით, ხვიჩა ბრწყინვალე ფეხბურთელია, მაგრამ ამავდროულად გაიხსენა ის მიზეზი, რის გამოც მასთან ერთად თამაში ზოგჯერ არ მოსწონდა.
“კვარაცხელიას გიჟური ინდივიდუალური ხარისხი აშკარა იყო. დიახ, ხვიჩა ორ-სამ მოთამაშეს მარტივად ატყუებდა, თუმცა ზოგჯერ მაღიზიანებდა, რადგან გუნდზე არ თამაშობდა და მის გამო დაცვაში სირბილი მიწევდა.
ფეხბურთში ყველაზე რთული მაღალ სისწრაფეზე დრიბლინგია, კვარაცხელიას კი ეს ბრწყინვალედ გამოსდის. ხვიჩა ყოველთვის შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა, როცა მოედნიდან გავდიოდით, ის რჩებოდა და ყოველთვის რაღაცას აკეთებდა, კლუბის ბაზაზე 6 თვე ვიცხოვრე, და “კვარაც” მუდამ იქ ცხოვრობდა, ოთახში მარტო იყო. ნამდვილი პროფესიონალია, პლუს წარმოუდგენელი ტალანტი და ალბათ, სწორი საფეხბურთო მენეჯერი ჰყავს”, – განაცხადა შატოვმა.
შეგახსენებთ, “რუბინში” 2019/2022 წლებში თამაშობდა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ კი “კვარა” სამშობლოში დაბრუნდა და ს “დინამოში” ასპარეზობის შემდეგ “ნაპოლიში” გადავიდა.
კაშიას “სლოვანმა” “ზრინსკის” დამაჯერებლად სძლია
ოდიშარიას გარეშე – რფს სახლში “მალმიოსთან” განადგურდა
“ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია” – სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა
“ზენიტის” ფეხბურთელი: ს ნაკრები მძ….რი არ ვართ, უბრალოდ ჩავისვარეთ
“2025 წელს “ოქროს ბურთის” მოგება მსურს, ვერ ვხვდები, რითი მჯობია როდრი?” – “რუბინის” ნახევარმცველი
კაპელო: “კვარა” პსჟ-ში სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
მოუკრეფავში გადავიდნენ – იტალიელმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას ციგანი უწოდა
“რუბინმა” სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი შეიძინა
ჩვენთვის კარგად ნაცნობმა სლუცკიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გაწვრთნას
“ის მათსავით კარგია” – მარსელომ პსჟ-ს შემტევებზე ისაუბრა
დესპოტოვიჩი: სლუცკი 70%-ით გოგონაა – ხვიჩა ფეხბურთელად მას არ ჩამოუყალიბებია
როგორი იქნება ახალი პსჟ და რას შეცვლის ენრიკე?
ლეონიდ სლუცკი ჩინურ გუნდს ჩაიბარებს
იმპარატო მიხვდა, რომ მიჰქარა და კვარაცხელიას და ქართველებს ბოდიში მოუხადა