ზოგჯერ დღესასწაულისგან დასვენებაც გვჭირდება — Ikea-ს რეკლამა

ბევრი ჩვენგანისთვის ახალი წელი ძალიან დატვირთულ პერიოდთან ასოცირდება — ქაოსური სამზადისი, ყველაფრის მოსასწრებად საჭირო სუპერძალა, მუდმივი გადარბენა და ამ ყველაფრის ფონზე სადღესასწაულო განწყობის შენარჩუნებაც. ამას ემატება წვეულებები, მეგობრებთან ერთად გართობა თუ ოჯახური შეკრებები. საბოლოოდ კი ისე გამოდის, ძალიან ვიღლებით და აღარაფრის თავი აღარ გვაქვს…
სწორედ ასეთ რეალობაზე კონცენტრირდება Ikea. თავის ახალ რეკლამაში ბრენდმა მთელი სადღესასწაულო „ქაოსი“ კი წარმოგვიდგინა, მაგრამ იქვე კრეატიულად გვაჩვენა, რამდენად დიდი ძალა აქვს თუნდაც 5-წუთიან დასვენებას, რათა ხელახლა ავივსოთ ენერგიით.