ზოგს ლურსმნიანი ჯოხი ჩაარტყეს თავში, ზოგს ე.წ. რაგატკები – „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული ბესიკ დანელია

ზოგს ლურსმნიანი ჯოხი ჩაარტყეს თავში, ზოგს ე.წ. რაგატკები – „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული ბესიკ დანელია
„რაც შეეხება რეჟიმის წინააღმდეგ ჩემს ქმედებებს. პირველად აქციაზე გამოვედი 2006 წელს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ. როდესაც ახალგაზრდა კაცი წამებით მოკლედ იმის გამო, რომ თავის მეგობარ გოგონას მიაკითხა, რომელიც სუფრასთან იმყოფებოდა ახალაიებთან და თაკო სალაყაიასთან, ვანო მერაბიშვილის მეუღლესთან ერთად“,-განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებულმა, ბესიკ დანელიამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც მისი უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საკითხები განიხილება. ბესიკ დანელია 7 ნოემბრის და 6 მაისის მოვლენებს იხსენებს.
„2006 წლის შემდეგ აბსოლუტურად ყველა აქციას ვესწრებოდი. ვარ 2007 წლის 7 ნოემბრის დაზარალებული. სპეცრაზმთან ერთად ისე გამისწორდნენ ზონდერები, რომ ორი კვირა ფეხზე ვერ ვდგებოდი, შეიძლება მეტიც. ასევე, ვარ 2009 წლის 6 მაისის დაზარალებული, როდესაც აქციიდან წავედით, რომ გავიგეთ, ახალგაზრდებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ სამმართველოს შენობაში და იმ დღესაც პლასტიკური ტყვიებით, აკრძალული მეთოდებით ისეთ დღეში ჩაგვყარეს, რომ უმძიმესი დღე იყო, ვინაიდან, ჩემ გვერდით, ირაკლი ხომასურიძემ დაკარგა თვალი. მე მომხვდა ერთი ტყვია ყურში, ერთი კისერში, ერთი მუხლში. ეს იყო არნახულად მძიმე დღე.
შემდეგ გავეშებული პოლიციელები, გამოვარდნენ სამმართველოს შენობიდან, ხელში ჯაჭვებით და რკინის ე.წ. ხელკეტით. გამეტებით ურტყამდნენ ხალხს და განსაკუთრებით, ახალგაზრდებს. ამის შემდეგ იყო ფურცელაძის ქუჩა, სადაც კუდ-ელებმა 6 ადამიანი დაგვიჭრეს. ახალგაზრდებს მოგვმართეს, ე.წ. ზონდერი სპორტსმენები, რომლებიც ჰყავდა სააკაშვილს, მე რამდენადაც ვიცი ესენი იყვნენ უშუალოდ გიგი უგულავას ხელმძღვანელობის ქვეშ, ვინაიდან გაფორმებული იყვნენ ქალაქის მერიის დასუფთავების სამსახურში, სადაც იღებდნენ ხელფასებს და ხელფასებს იღებდნენ აქციებიდან ხალხის მოპარვაში, ხალხის ცემაში.
ფურცელაძის ქუჩაზეც ასეთი რამ მოხდა, ძირითადად ახალგაზრდები ვიყავით იქ, ასევე იყვნენ 35-40 წლის ხალხიც და ამ დროს, მოვიდა დაახლოებით 50-მდე ზონდერი კუდ-ელი, კუდი-ს სამსახური იყო, და 6 ახალგაზრდა დაიჭრა იმ დღეს. ზოგს ლურსმნიანი ჯოხი ჩაარტყეს თავში, ზოგს ე.წ. რაგატკები, ისროდნენ რკინის ბურთულებს, ის რომ კაცს თავში მოგხვდებოდა, ჯობდა, ტყვია მოგხვედროდა“-განაცხადა ბესიკ დანელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ეს ცარიელი სპეკულაციებია, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ რაციონალურ ფარგლებში

თუ ყაველაშვილის შეწყალებას არ აღიარებ, ყაველაშვილის და კობახიძის დანიშნულ არჩევნებს რანაირად აღიარებ? აქ ხდება მარტივი რამ – „დიფ სთეითმა“ გადაწყვიტა, გამოეყვანა ეს ადამიანები პარლამენტიდან და შეეყვანა ციხეში, ეს არის რეალობა

ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე – უწყისი მაქვს ნანახი, სადაც ხაბეიშვილს კონკრეტული სახელი ჰქონდა მიკუთვნებული და შესაბამისად, ვიცით, წყარო რა იყო და აქ იგულისხმებიან კონკრეტული პირები

გახარია გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და რაღაც საბაბებს იგონებს, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა, თავისი შიშები აქვს ამ კაცს და რეალურად მის გაქცევას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს