ჩვენში რომ იტყვიან, კაცური კაციაო, სწორედ ისეთია პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი, რომელსაც თავისი გუნდის ფეხბურთელებთან ლამის მეგობრული ურთიერთობა აქვს. ის ქედმაღალი არაა, უბრალო და უშუალო პიროვნებაა.
ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ კატარელმა განაცხადა, რომ ეს არა მხოლოდ პარიზული კლუბის, არამედ მთელი ფრანგული ფეხბურთის გამარჯვებაა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იმათ, ვინც ლიგა 1-ის მატჩების გადატანა არ გააპროტესტა.
ალ-ხელაიფიმ ქვედა დივიზიონში დაქვეითებული „ლიონის“ დახმარებაც გადაწყვიტა. RMC Sport-ის ცნობით, პსჟ-ს „ლიონისთვის“ ბრედლი ბარკოლას სატრანსფერო თანხა (45+5 მილიონი ევრო) ტრანშებად უნდა გადაეხადა, თუმცა ნასერმა დღეს ფული სრულად გადაურიცხა. ეს რა თქმა უნდა, “ლიონს” ვერ უშველის, მაგრამ ღირსეული საქციელია.
არადა, ადრე „ლიონის“ ამერიკელმა მფლობელმა ჯონ ტექსტორმა „პარი სენ ჟერმენს“ კვარაცხელიას ტრანსფერის გამო ფეხბურთის პროფესიონალური ლიგის ასოციაციაში უჩივლა, რამეთუ მისი თქმით, ქართველს მათთან თამაშის უფლება არ ჰქონდა და ეს ფეარ-პლეის პრინციპების დარღვევა იყო.
შეგახსენებთ, „ლიონის“ აღშფოთებული გულშემატკივრები ტექსტორის სასწრაფოდ გადადგომას მოითხოვენ, ვინაიდან მათი აზრით, კლუბი კატასტროფამდე მიიყვანა.
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? – მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
“ლიონის” პრეზიდენტმა პსჟ-ის დამარცხებით ძალიან გაიხარა
პსჟ-ს სერიოზული პრობლემა აქვს – “კვარა” და პსჟ ჯორჯიის მწველი მზის ქვეშ
“ყველას ვეტყვი, სანაპიროზე რას აკეთებდი და ვისთან ერთად” – ცნობილი ფრანგი რეპერი მბაპეს დაემუქრა
ასე შედგა კვარაცხელიას ტრანსფერი პსჟ-ში – გუნდის პრეზიდენტმა ახსნა, როგორ არჩევენ პარიზელები ფეხბურთელებს და ვინ წყვეტს საბოლოოდ მათ ყიდვას
“კვარაცხელიამ “ინტერთან” ფინალამდე 2 დღით ადრე ტრავმა მიიღო, მოედანი თავის ფეხით ვერ დატოვა და შემდეგ ეს გააკეთა” – პსჟ-ის პრეზიდენტმა ქართველზე უცნობი ისტორია მოჰყვა
კვარაცხელიას შეტევაში ახალი პარტნიორი ეყოლება? – მიქაუტაძის თანაგუნდელის გზა პარიზისკენ მიდის
მიქაუტაძის “ლიონი” მძიმე დღეში აღმოჩნდა – ტრანსფერების გაკეთება 1 წლით აუკრძალეს
უახლოეს 24 საათში სამედიცინო შემოწმებას გაივლის – შერკი “სიტიში” გადავიდა
“ლიონი” გადარჩა – მიქაუტაძის გუნდს სატრანსფერო ბანი მოუხსნეს
ბრაზილიელმა რონალდომ პსჟ-იდან თავისი ფავორიტი ფეხბურთელი დაასახელა
[VIDEO] კვარაცხელიას თანაგუნდელები აშშ-ში ქუჩაში სეირნობისას უცნაურ სიტუაციაში აღმოჩდნენ
2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია LGBTQ კამპანიის ლოგოს დამალვის გამო – საფრანგეთში ნემანია მატიჩი დასაჯეს
პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება – რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი
პსჟ-ში ზაბარნის გადასვლა ჩაშლის პირასაა
“ვნანობ თუ არა მის წასვლას?” – რა თქვა ალ-ხელაიფიმ მბაპეზე?
პირველად მესის კარიერაში – ეს კვარაცხელიას პსჟ-ის წინააღმდეგ მოხდება
