ზოგი თვლის, რომ შენობები უნდა ავიღოთ. ეს ნიშნავს დიდ დაპირისპირებას და ციხეების გავსებას დემონსტრანტებით. მე არც კი ვიცი, ვის შეუძლია ამის გაკეთება

ზოგი ითხოვს, რომ აქცია არ დაიშალოს. ჩემი დაკვირვებით ეგ არ გამოდის და დილის შვიდზე რამდენიმე ასეული თუ რჩება. ზოგი თვლის, რომ შენობები უნდა ავიღოთ. ეს ნიშნავს დიდ დაპირისპირებას და ციხეების გავსებას დემონსტრანტებით. მე არც კი ვიცი, ვის შეუძლია ამის გაკეთება, – წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია.
მისივე თქმით, პრეზიდენტმა რომ პლატფორმა დააანონსა, ეს სამომავლო და თეორიული ამბავი არ არის, მთელი თვეა პრაქტიკაში ამუშავებს და ეს აქციაც მაგის შედეგი იყო.
„მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც გუშინდელი დღისთვის იშრომა და იშრომა ძალიან ბევრმა! ზოგმა ჩუმად, ზოგმა ხმამაღლა და დიდი აქცია შედგა, ბევრი გამოვიდა
როცა ასეთი დიდი აქციები გამოდის, ზოგს ისევ სურს, რომ მთავრობამ რეაქცია მისცეს, მოთხოვნები დააკმაყოფილოს, მაგრამ ჩვენ მთავრობა აღარ გვყავს – გვყავს რუსი ოლიგარქის კრიმინალური ბანდა.
ზოგი ითხოვს, რომ აქცია არ დაიშალოს. ჩემი დაკვირვებით ეგ არ გამოდის და დილის შვიდზე რამდენიმე ასეული თუ რჩება.
ზოგი თვლის, რომ შენობები უნდა ავიღოთ. ეს ნიშნავს დიდ დაპირისპირებას და ციხეების გავსებას დემონსტრანტებით. მე არც კი ვიცი, ვის შეუძლია ამის გაკეთება.
აბა, რა ვქნათო, იკითხავს იმედგაცრუებული ადამიანი. უნდა ვიდგეთ მედგრად, ყოველ დღე რუსთაველზე და პერიოდულად დიდი აქციებით ძალიან ბევრნი. ამას ვაკეთებთ და კიდევ უფრო კარგად გავაკეთებთ ყველანი ერთად.
პრეზიდენტმა რომ პლათფორმა დაანონსა, ეს სამომავლო და თეორიული ამბავი არ არის. მთელი თვეა პრაქტიკაში ამუშავებს, ყველას ხვდება და მუშაობს პოზიციების დაახლოვებაზე და ერთობლივ ნაბიჯებზე. ეს აქციაც მაგის შედეგი იყო.
მე ძალიან მახარებს სრულიად ახალი მოძრაობის, მომავალში კი ახალი პარტიის გამოჩენა სოც-დეკების სახით. იმედისმომცემი სიახლეა მრავალი კუთხით.
ჩვენი ბრძოლა არ არის ადვილი. ჩვენ ვებრძვით ვერაგ კაცს, რომელიც რუსეთმა გამოზარდა ოლიგარქად და რომელსაც “უდავს” ეძახიან – მახრჩობელა გველს, რადგან შეუძლია გრძელ ვადაში მოახრჩოს მოწინააღმდეგე. კაცმა 2012 წლიდან დაიწყო ამ ქვეყნის ნელ-ნელა მოხრჩობა და გეგმავდა ბევრად უფრო ადრე. მაგრამ ნეჩოი :))) არც ჩვენ ვართ ჯაბანნი
ბიძინას აქვს ბევრი ფული, დამონებული ძალოვანი უწყებები და პროპაგანდის მანქანა. ჩვენ ვართ უმრავლესობა, გვაქვს სამშობლოს და თავისუფლების სიყვარული, ვიცით ერთმანეთის გატანა – სოლიდარობა.
ჰოდა, ასეთი ორი ძალა ვიბრძვით, ვინ გაიმარჯვებს? ასეთი დაპირისპირების დროს ვინ ჯობნის? მთავარია, გვახსოვდეს ვინ ვართ და რისთვის ვიბრძვით.
და ხო, “დავიღლებით საქართველოს სიყვარულში!” საქართველო ყოველთვის გაიმარჯვებს! ბო ლო მდე !“ – წერს ბაია პატარაია.

ასევე დაგაინტერესებთ

გინების გამო ადამიანებს კლავდნენ ციხეში. ეს ჩემი ამბავი გახმაურდა ესე და ჩემი ამბავი გაიგო საზოგადოებამ, თორემ ძალიან ბევრი ამბავი არის, შეიძლება ჩემზე უარესებიც კი, რაც გაუკეთებიათ იქ და უბრალოდ არ ვიცით ჩვენ

როდესაც ქვეყანა დამოუკიდებელია, მას ყველა ებრძვის. რუმინეთში, პოლონეთში, საფრანგეთში რაღაც მოვლენები რომ ხდება, ამის კრიტიკას ვერც ბედავენ იმიტომ, რომ ეშინიათ, მაგრამ როცა საქართველოში ხდება, იმას პოლიტიკურ დევნას უწოდებენ