“ზოგიერთ ადამიანს დაავიწყდა, რაც მან “ნაპოლისთვის” გააკეთა” – “პარტენოპეის” ყოფილი ფორვარდი ალექს მერეტზე

“ნაპოლის” ყოფილმა ფორვარდმა რობერტო სოსამ, Tele A-სთან ინტერვიუში “პარტენოპეის” კარის დარაჯის, ალექს მერეტის შესახებ ისაუბრა.
სოსას თქმით, ზოგიერთი ჟურნალისტი იტალიელ მეკარეს უსამართლოდ აკრიტიკებს.
“მაშინ, როდესაც “ნაპოლის” სპალეტი წვრთნიდა, გუნდის ვარჯიშს დავესწარი და უნდა ვაღიარო, რომ მერეტი შესანიშნავი ბიჭია.
ძალიან თავაზიანი, ზრდილობიანი ადამიანია. ჩემი აზრით, ის შესანიშნავი მეკარეა. რა თქმა უნდა, როდესაც შეცდომას უშვებს, ვაკრიტიკებ ხოლმე. შეეძლო “ატალანტასთან” ბევრად უკეთესად ეთამაშა, “ინტერის” წინააღმდეგაც თავდაჯერება აკლდა. მაგრამ ეს იმ ფაქტს არ ცვლის, რომ ბრწყინვალე მეკარეა.
ზოგიერთი ჟურნალისტი მას უსამართლოდ აკრიტიკებს და ბევრს
ავიწყდება, რომ პირადად მერეტმა “ნაპოლის” არაერთი ქულა მოუტანა”, – განაცხადა სოსამ.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს მე-13 ტურში “რომას” დაუპირისპირდება, შეხვედრა 24 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში