“ზოგიერთმა ქვეყანამ სამშვიდობო სამიტის ჩაშლაში რუსეთის დახმარება დაიწყო” – ვოლოდიმირ ზელენსკი

“ახლა უკ­რა­ი­ნას აქვს და­დას­ტუ­რე­ბა მსოფ­ლი­ოს 106 ქვეყ­ნის­გან 15 ივ­ნისს შვე­ი­ცა­რი­ა­ში მშვი­დო­ბის სა­მი­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე, მაგ­რამ რუ­სე­თი ცდი­ლობს ხელი შე­უ­შა­ლოს მის ჩა­ტა­რე­ბას”, – ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ სინ­გა­პურ­ში გა­მარ­თულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე “დი­ა­ლო­გი – შან­გრი­ლა” გა­ნა­ცხა­და.
“და­დას­ტუ­რე­ბა გვაქვს მსოფ­ლი­ოს 106 ქვეყ­ნი­დან და ეს არის მა­ღალ დო­ნე­ზე: ლი­დე­რე­ბის დო­ნე­ზე, მათი ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მა­ღალ დო­ნე­ზე. რუ­სე­თი დღეს და­დის მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში, იმუქ­რე­ბა საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ცი­ის ან ქი­მი­კა­ტე­ბის ბლო­კა­დით, ენერ­გე­ტი­კულ რე­სურ­სებ­ზე ფა­სე­ბით, ან უბ­რა­ლოდ ახორ­ცი­ე­ლებს ზე­წო­ლას მსოფ­ლი­ოს სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ზე, რათა ისი­ნი არ და­ეს­წრონ სა­მიტს“, – აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.
მისი თქმით, არ­სე­ბობს “არ­ცთუ ძა­ლი­ან კარ­გი ინ­ფორ­მა­ცია“ იმის შე­სა­ხებ, რომ ზო­გი­ერ­თმა სა­ხელ­მწი­ფომ და­ი­წყო რუ­სე­თის დახ­მა­რე­ბა სამ­შვი­დო­ბო სა­მი­ტის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ჩაშ­ლის საქ­მე­ში.
“ამი­ტომ, როცა გე­კი­თხე­ბით, რა შე­უძ­ლია გა­ა­კე­თოს მსოფ­ლი­ომ, მსოფ­ლიო უნდა იყოს ძლი­ე­რი, მო­ახ­დი­ნოს პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლა რუ­სეთ­ზე, შე­უძ­ლე­ბე­ლია პუ­ტი­ნის შე­ჩე­რე­ბა სხვა გზით, მხო­ლოდ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი იზო­ლა­ცია, ძლი­ე­რი უკ­რა­ი­ნის არ­მია. მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვე­ყა­ნამ სრუ­ლად უნდა გა­ი­გოს: არა უკ­რა­ი­ნა­სა და რუ­სეთს შო­რის ბა­ლან­სი­რე­ბა, არა­მედ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის დაც­ვა“, – აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ