ზოგიერთი შურით და უკმაყოფილებით უყურებს საქართველო-აზერბაიჯანის მჭიდრო ურთიერთობას – „ოცნების“ დეპუტატი მიქანაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატი გივი მიქანაძე, რომელიც დეკემბერში აზერბაიჯანში ვიზიტით იმყოფებოდა, 3 იანვარს აზერბაიჯანულ მედიაში გამოქვეყნებულ ინტერვიუში საუბრობს ორი ქვეყნის „მზარდ ურთიერთობებზე“ და აცხადებს, რომ „ზოგიერთი“ ამ ურთიერთობებს „უკმაყოფილებითა და შურით“ უყურებს.
„ბევრი ქვეყანა ინტერესით ადევნებს თვალს, როგორ აძლიერებენ საქართველო და აზერბაიჯანი ერთმანეთთან ურთიერთობას ყველა მიმართულებით. ზოგი ამას უკმაყოფილებითა და შურით უყურებს, მაგრამ ეს მათი საქმეა“, – განაცხადა ინტერვიუში გივი მიქანაძემ, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტს ხელმძღვანელობს პარლამენტში, რომელიც სადავო ს შედეგად არის შეკრებილი.
მიქანაძესთან ინტერვიუ 3 იანვარს გამოაქვეყნა აზერბაიჯანულმა პროსახელისუფლებო გამოცემა Caliber.az-მა. მიქანაძეს არ დაუზუსტებია, ვის გულისხმობდა „ზოგიერთში“, ვინც „შურით“ უყურებს ორი ქვეყნის ურთიერთობას. ამ ფრაზის შემდეგ მან განაცხადა:
„ჩვენ ვიცით, რომ ისტორიაში არსებობდნენ იმპერიები, რომლებმაც დაიპყრეს ნახევარი მსოფლიო, მართავდნენ გიგანტურ ტერიტორიებსა და ხალხებს, მაგრამ დღეს მათ ვერ ნახავთ მსოფლიო რუკებზე“.
ანაკლიის პორტის ტერმინალზე
გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ „იზრდება ჩინეთის ინტერესი აზერბაიჯანისა და საქართველოს მიმართ“ და დასძინა, რომ 2024 წელს „შესამჩნევად გაიზარდა“ ჩინეთიდან საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით ტვირთების ნაკადები.
მიქანაძემ ისაუბრა აზერბაიჯანთან საქართველოს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზეც და ამ კონტექსტში ახსენა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერმინალი.
„ჩვენ ასევე მიზნად ვისახავთ, განვავითაროთ თანამშრომლობა აზერბაიჯანთან საზღვაო ტვირთების ტრანსპორტირების სფეროში და ვაფართოებთ სა და ს პორტების შესაძლებლობებს. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ანაკლიის პორტში ღრმაწყლოვანი ტერმინალის მშენებლობაა, რომელსაც ტვირთების გადაზიდვის გაცილებით დიდი პოტენციალი ექნება. იქ ჩასვლას უფრო დიდი გემები შეძლებენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა ყველა დონეზე იყოს მხარდაჭერილი“.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 2023 წლის ოქტომბერში საქართველოში მორიგი ვიზიტისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „შუა დერეფნის“ მნიშვნელობას და დაინტერესება გამოხატა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტით.
სწორედ ამ კონტექსტში დააანონსა გივი მიქანაძემ ირაკლი კობახიძის ვიზიტი ბაქოში.
კობახიძის ვიზიტი ბაქოში
„მაგალითად, 17 იანვარს დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში, რა დროსაც ორივე ქვეყნის ეკონომიკური კომისია შეიკრიბება, რათა განიხილონ კონკრეტული საკითხები 2025 წელს ჩვენს ქვეყნებს შორის ახალი პროექტების დაწყებასთან დაკავშირებით“, – თქვა გივი მიქანაძემ.
მიქანაძის და მისი კოლეგების – ს, პაატა სალიას და სხვების – დელეგაცია აზერბაიჯანში 25 დეკემბერს იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას, შეხვდნენ. ამასთან, მიქანაძემ აზერბაიჯანელი დეპუტატები საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ერთ-ერთია იმ ლიდერებს შორის, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ მიულოცეს გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში, რომლის ლეგიტიმურობასაც ეჭვქვეშ აყენებენ მეხუთე პრეზიდენტი , ოპოზიციური პარტიები, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორების დიდი ნაწილი.