ზოგიერთი რესპუბლიკელი და ილონ მასკი აშშ-ის NATO-დან გასვლას ემხრობიან – „ფოქს ნიუსი“

ზოგიერთი რესპუბლიკელი და ილონ მასკი -ის NATO-დან გასვლას ემხრობიან. ამის შესახებ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსი“ იტყობინება.
სენატორმა მაიკ ლიმ საჯაროდ დაუჭირა მხარი მსგავს იდეას. ლონდონში NATO-ს მოკავშირეების საგანგებო შეხვედრის შემდეგ მაიკ ლიმ დაწერა, რომ დროა, აშშ-მა დატოვოს ალიანსი.
როგორც მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, NATO წინ თუ მიიწევს აშშ-ის გარეშე, აშშ-მაც უნდა იმოძრაოს NATO-ს გარეშე.
„რა უნდა ვუწოდოთ ამერიკის NATO-დან გასვლის მოძრაობას? „ამერექსითი? ნატექსითი?“ – დაწერა ლიმ სოციალურ ქსელ X-ში, სადაც ალიანსიდან აშშ-ის გასვლისთვის მხარდაჭერის შესახებ რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა.
როგორც „ფოქს ნიუსი“ წერს, მაიკ ლი არ არის ერთადერთი კანონმდებელი, რომელიც მსგავს მოსაზრებებს იზიარებს. კიდევ ერთმა რესპუბლიკელმა კანონმდებელმა, თომას მესიმ NATO-ს „ცივი ომის“ გადმონაშთი უწოდა.
ამერიკელი კანონმდებლების ეს კომენტარები მას შემდეგ გაკეთდა, რაც ტრამპის მიერ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნულმა ილონ მასკმა შაბათს NATO-დან გასვლას მხარი დაუჭირა.
NATO-დან აშშ-ის გასვლას დასჭირდება კონგრესის თანხმობა. ორპარტიული დებულების თანახმად, რომელიც შევიდა 2024 წლის ეროვნული თავდაცვის 2024 წლის აქტში, ალიანსიდან ქვეყნის გაყვანისთვის აღმასრულებელ ხელისუფლებას სჭირდება 60 სენატორის მხარდაჭერა ან კონგრესის მიერ შესაბამისი კანონმდებლობის დამტკიცება. აღნიშნული დებულების ინიციატორები არიან დემოკრატი სენატორი ტიმ კეინი და მაშინდელი სენატორი მარკო რუბიო, რომელიც ამჟამად ტრამპის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იკავებს.
1tv.ge