ზნეობის, სულიერი სიმშვიდისა და შორსმჭვრეტელობის მაგალითები, რომელთაც პატრიარქი საკუთარი ცხოვრებით გვიჩვენებს, სანიმუშოა არამხოლოდ მართლმადიდებელთა, არამედ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის –

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ -ს 91-ე დაბადების დღეს ულოცავს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღვარი ჰყავს.
“მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ -ს განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ 91-ე დაბადების დღეს.
ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღვარი ჰყავს. თითქმის ნახევარი საუკუნეა, მისი უწმინდესობის სიბრძნითა და მოყვასისადმი სიყვარულით გამორჩეული მოღვაწეობა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენი სამოქალაქო და სულიერი ცხოვრების განვითარებაში, ქართველთა ერთობის განმტკიცებაში, საზოგადოებაში უზენაეს ფასეულობათა დამკვიდრებაში.

ზნეობის, სულიერი სიმშვიდისა და შორსმჭვრეტელობის მაგალითები, რომელთაც ჩვენი პატრიარქი საკუთარი ცხოვრებით გვიჩვენებს, სანიმუშოა არამხოლოდ მართლმადიდებელთა, არამედ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისათვის. მისი ღვაწლი საქართველოს უდიდეს შვილთა მემკვიდრეობის გაგრძელება და მომავალ თაობათა სახელმძღვანელოა.

დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მხნეობას ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს”, – აღნიშნავს პრემიერი.

ასევე დაგაინტერესებთ

თეიმურაზ წიქვაძე- გარდა იმისა, რომ ამერიკის წინა ადმინისტრაციიდან არავის აუხსნია, რის გამო დააწესეს სანქცია, დაწესებული სანქცია იმ თანხაზე მიმართეს, რომლის შესახებ გადაწყვეტილება ლონდონში გამოცხადდება. ეს მარტივი მესიჯი იყო ჩვენთვის – „შესაძლოა სასამართლო მოიგოთ, მაგრამ აქტივის დაბრუნების საკითხს მაინც ჩვენ გადავწყვეტთ“

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: ჩვენ მიერ წარმოებული სამართლებრივი დავები 10 წელზე მეტია გრძელდება, საქმე მისი შინაარსიდან გამომდინარე უპრეცედენტოდ მარტივია – ხელის გულზე დევს მთელი სისტემის მხრიდან ერთი ადამიანის მიზანმიმართული დაყაჩაღების სქემა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სურვილი და მზაობა საქართველოს კერძო სექტორი 300 მლნ ევროთი დააფინანსონ არის აღიარება იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” უზრუნველყო ქართულ სახელმწიფოში მშვიდობა და მისი სტაბილური განვითარებისათვის ყველა პირობა შექმნა