ზილენსკის შემცვლელის შეძენა “ნაპოლის” 18-20 მილიონი დაუჯდება

Calciomercato იტყობინება, რომ “ნაპოლი” “ბოლონიას” ერთ-ერთი ლიდერის შეძენას შეეცდება.
გამოცემის ცნობით, ნეაპოლური კლუბი პიოტრ ზილენსკის შემცვლელს აქტიურად ეძებს, თუ ლაზარ სამარჯიჩი (უდინეზე) ისევ ვერ გადაიბირა, მაშინ “ბოლონიას” 24 წლის ნახევარმცველის ლუის ფერგიუსონის ტრანსფერზე გადაერთვება.
ფერგიუსონი შოტლანდიის ნაკრების ფეხბურთელია, “ბოლონიამ” 2022 წლის 12 ივლისს “აბერდინისგან” 3 მილიონ ფუნტად შეიძინა, ამ სეზონში კი ყველა ტურნირზე 24 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
“ბოლონია” ფერგიუსონს 18-20 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში