ბუნდესლიგის პირველ ტურში „ჰაიდენჰაიმი“ საკუთარ მოედანზე „ვოლფსბურგთან“ 1:3 დამარცხდა.
თავიდან უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, დებიუტში არადამაჯერებლად გამოვიდა საჯარიმოდან მეკარე რამაი, მეტოქეს ეუხეშა, თუმცა მსაჯმა დაინდო, ბოლო იმედის ჯარიმა არ დააფიქსირა და ყვითელი ბარათი აკმარა. შემდეგ ზივზივაძის უკან დაბრუნებული პასი ვიმერმა ჩაჭრა, ბურთი ოლსენს გადააწოდა, რომელმაც რამაის გაუტანა. უნდა ითქვას, დარტყმა აუღებელთა კატეგორიას არ განეკუთვნებოდა. მასპინძლებმა შეტევებით უპასუხეს და სიენზამ საჯარიმოდან ანგარიში გაათანაბრა. მომენტი ბუდუმაც შექმნა, რომელმაც დაინახა, რომ მეკარე გრაბარა კარიდან წინ იყო გამოსული, ბურთის თავზე გადაგდება სცადა, მაგრამ დარტყმა ცოტა სუსტი გამოუვიდა. ქართველი საკმაოდ აქტიური იყო, ჯერ საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს ვერ შესწვდა და კარში ვერ გადაგზავნა, ცოტა ხანში კი ოლსენმა მასთან ბრძოლაში წესები დაარღვია და ყვითელი ბარათი მიიღო. თამაში უკვე თანაბარი იყო, ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა და „ვოლფსბურგს“ შესანიშნავი შანსი მიეცა, როდესაც პირისპირ გასულ ვიმერს რამაიმ არ გაატანინა.
სტუმრებმა მაინც მოახერხეს ისევ დაწინაურება – გოლი შეცვლაზე შესულმა სვანბერგმა ლამაზი თავურით გაიტანა. ზივზივაძე 71-ე წუთზე შეცვალეს. ბოლოს „ვოლფსბურგმა“ პენალტი გამოიყენა და გაიმარჯვა.
მომდევნო მატჩს „ჰაიდენჰაიმი“ 30 აგვისტოს გასვლაზე „ლაიფციგთან“ ჩაატარებს.
ჰაიდენჰაიმი – ვოლფსბურგი 1:3
გოლები: 0:1 ოლსენი (20), 1:1 სიენზა (29), 1:2 სვანბერგი (66), 1:3 ამურა (57, პენ)
20 წლის ქართველი ფეხბურთელი “მილანთან” მატჩის განაცხადშია
კვარაცხელიას ალტერნატივა? – “ნაპოლი” ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელის შეძენას აპირებს
ბუდუმ ტრავმა მიიღო – “ჰაიდენჰაიმმა” ისევ გაიმარჯვა
ზივზივაძის “ჰაიდენჰაიმს” ახალი მეკარე ჰყავს
“ბაიერნის” მოულოდნელი მარცხი და შანსი “დორტმუნდს”
“ჰაიდენჰაიმი” “აინტრახტთან” განადგურდა და “ბაიერნთან” შეხვედრა ელის
“ტოტენჰემი” 50 მილიონ ევროდ “ვოლფსბურგის” მცველს იმატებს
“ტოტენჰემმა” 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ მცველი შეიძინა
Geo Team: ზივზივაძეს ორი კვირა მოუწევს უქმობა
რას ვნახავთ აღდგომის დღეებში? ქართული დუელი საფრანგეთში და ბუდუს “ბაიერნთან” დაბრუნება
ზივზივაძის “ჰაიდენჰაიმმა” თასზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
ზივზივაძის გოლი და საგოლე გადაცემა – “ჰაიდენჰაიმმა” როგორც იქნა გაიმარჯვა [VIDEO]
ბუდუს ზედიზედ მეორე გოლი! – ზივზივაძემ ამჯერად “ჰოლშტაინს” გაუტანა [VIDEO]
2023 წლის შემდეგ პირველად – სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ვოლკოვს უხმო
“გეი ნაგავს ხელს არ მოვაწერ… კევინ, მოკეტე!” – “ვოლფსბურგის” ფანები თავის ფეხბურთელს LGBTQ თემის საწინააღმდეგო განცხადების გამო დაუპირისპირდნენ
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება – ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები…
